უდიდესი შავი ბრილიანტი გაიყიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოში ყველაზე დიდი შავი ბრილიანტი „ენიგმა“, აუქციონზე 3 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ვაჭრობა Sotheby’s-ის აუქციონის სახლმა მოაწყო, ძვირფასი ქვის მყიდველმა კი ანონიმად დარჩენა ისურვა. აღსანიშნავია, რომ გასაყიდად გატანის წინ, 555-კარატიანი ბრილიანტი დუბაიში, ლოს-ანჯელესსა და ლონდონში იყო გამოფენილი.

აუქციონის ორგანიზატორების თქმით, ჯერჯერობით, ძვირფასი ქვის წარმომავლობა დაუდგენელია - ზუსტად არავინ იცის, „ენიგმა“ როდის აღმოაჩინეს და ვინ იყო აქამდე მისი მფლობელი. აუქციონის სახლი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ბრილიანტის ასეთი ტიპი ბრაზილიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გვხვდება.