ქალი ვარდისფერზე დაქორწინდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანელი კიტენ ქეი სიერა ვარდისფერ ფერზე დაქორწინდა, რომელსაც თურმე, 40 წლის განმავლობაში „ხვდებოდა“. „მირორის“ ინფორმაციით, ქალბატონი სიერა ჯერ კიდევ 2018 წელს გახდა პოპულარული, როცა მან ვარდისფერ სახლსა და ტანსაცმელზე მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი დახარჯა. მას მსოფლიოში „ყველაზე ვარდისფერ ქალს“ უწოდებდნენ.

ქორწილში კიტენი, რასაკვირველია, ვარდისფერი ავტომობილით მივიდა, „პატარძალს“ ვარდისფერი კაბა ეცვა, ასეთივე ფერის იყო ბეჭედი და საქორწინო ტორტიც კი. მტრედების სამყაროში მე ფლამინგო ვარ. როცა ქუჩაში გავდივარ, ყველას ნაცრისფერი ან შავი ტანსაცმელი აცვია. არავიარი ექსპრესია, არავიარი ინდივიდუალობა. არადა, ხალხს გიჟი მე ვგონივარ, - ამბობს ბედნიერი პატარძალი.