სახეს პირბადეშიც ამოიცნობენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Glory, გადახდის ახალი, უკანტაქტო სისტემის ტესტირება დაიწყო, რომელსაც კლიენტების სახის ამოცნობა მაშინაც კი შეუძლია, როცა ისინი პირბადეს ატარებენ. მოწყობილობა, რომელსაც BioPay უწოდეს, ქალაქ ნიიგატას ათობით მაღაზიასა და რესტორანში „მუშაობს“ - საკმარისია, მომხმარებელმა კომპანიის საიტზე საკუთარი ფოტო ატვირთოს და საბანკო ანგარიში მიაბას. „ჭკვიანი სისტემის“ წყალობით, მაღაზიასა თუ რესტორანში, ერთ-ორ წამში შეიძლება გადახდა ისე, რომ პირბადის მოხსნა საჭირო არაა. ტესტირება რამდენმე თვით გაგრძელდება, ამის შემდეგ, გადახდის ახალი სისტემა ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.