ოქროს სამკაულები დეპრესიას იწვევს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მასალა, რისგანაც სამკაულებია დამზადებული, პირდაპირ აისახება ადამიანის ფსიქოემოციურ ფონზე. როგორც კვლევებმა აჩვენა, მაგალითად, ოქროს შეუძლია მის მფლობელში დეპრესია გამოიწვიოს. ირკვევა, რომ ამ ძვირფასი ლითონისგან დამზადებული სამკაული ხელს უწყობს თავის ტვინში მიმდინარე ყველა პროცესის აქტიურ აგზნებას, თუმცა იმავდროულად, აფერხებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. შედეგად, ადამიანი იღებს ნეგატიური ემოციების მოზღვავებას. სწავლულებმა ამ თემასთან დაკავშირებით კვლევაც ჩაატარეს რამდენიმე ათას ადამიანზე, მათი ნაწილი მუდმივად ოქროს სამკაულებს ატარებდა. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ის მოხალისეები იყვნენ სტრესების მიმართ უფრო მდგრადები და უფრო სიცოცხლის მოყვარულები, რომლებიც ოქროს გარეშე დადიოდნენ. ექსპერტები არ გვირჩევენ, ოქრო გვეკეთოს მთელი დღის განმავლობაში და რაც მთავარია, სასურველი არაა, ამ სამკაულით დავიძინოთ. სამაგიეროდ, თურმე, ვერცხლი არ ახდენს ასეთ ძლიერ გავლენას ნერვულ სისტემაზე, პირიქით, სხვა გამოკვლევით ისიც დამტკიცდა, რომ ვერცხლი ამშვიდებს და თავის ტკივილსაც ხსნის. მეტიც, თურმე, ვერცხლს ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტიც ჰქონია.