მაღალ წნევას შოკოლადით უმკურნალებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა დაადგინეს, რომ მძიმე წუთებში, შავი შოკოლადი არა მხოლოდ ამცირებს სულიერი განცდების სიმძაფრეს, არამედ, სხეულის გაჯანსაღებასაც ეხმარება. ამას ადასტურებს ამერიკის გულის დაავადებათა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევაც. ბოსტონელმა სპეციალისტებმა, პირველი კლინიკური ექსპერიმენტით დაადგინეს, რომ ჰიპერტონიით დაავადებულებს წნევა 12 პუნქტით შეუმცირდათ, როცა 15 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად, ერთ ფილა შავ შოკოლადს აძლევდნენ. სწავლულები ვარაუდობენ, რომ ეს „ღმერთების დესერტი“ არა მხოლოდ ამცირებს სისხლის წნევას, არამედ, აუმჯობესებს სისხლძარღვების მუშაობასაც და ამით გულის დაავადებათა რისკს ამცირებს. ეს ყველაფერი კი ფლავანოიდების დამსახურებაა, რომელსაც კაკაო შეიცავს. თუმცა, მკვლევარები გვაფრთხილებენ, რომ წნევის დაწევა არ ღირს დიდი რაოდენობით შოკოლადის მიღების ხარჯზე, რადგან მას უძილობის გამოწვევაც შეუძლია. გარდა ამისა, ეს ტკბილეული დიდი რაოდენობით ცხიმს, შაქარსა და კალორიებს შეიცავს.