კოვიდ-ვაქცინა მორიელის შხამისგან?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულთა ჯგუფები ეგვიპტესა და დიდი ბრიტანეთიდან, მორიელის შხამისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას შეეცდებიან. მკვლევარები დაადგენენ, გამოდგება თუ არა ეგვიპტის უდაბნოში აღმოჩენილი მორიელის შხამი ანტივირუსული მედიკამენტების შესაქმნელად. შესაბამისი კვლევა, ამჟამად, სუეცისა და აბერდინის უნივერსიტეტებში მიმდინარეობს. სწავლულები განმარტავენ, რომ მორიელის შხამი ბიოლოგიურად აქტიური პეპტიდების კოქტეილს შეიცავს, რომელიც ზოგ შემთხვევაში, ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედებისაა. შხამის ანტიკორონავირუსული თვისების დასადგენად ხანგრძლივი კვლევებია საჭირო.