ქალაქ ტურნეში საეკლესიო ტანსაცმლის დეფილე გამართეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბელგიის ქალაქ ტურნეში მდებარე ტაძარში, მოდების უჩვეულო ჩვენება შედგა - პოდიუმზე ათობით ასაკოვანი მამაკაცი, საეკლესიო შესამოსელით გამოვიდა. დეფილე საორღანო მუსიკის თანხლებით ჩატარდა. ჩვენებაზე წარდგენილ 30-მდე შესამოსელს შორის, ზოგი ისეთი იყო, რომელთა არსებობა 400 წელზე მეტს ითვლიდა. ყოველი მათგანის ღირებულება, დაახლოებით, 300 ათასი ევრო იყო. აღსანიშნავია, რომ საეკლესიო ტანისამოსი, მაყურებლის წინაშე, ბოლო 50 წელიწადში, პირველად გამოიტანეს. დეფილეს ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანი საეკლესიო შესამოსელის ევოლუციის ჩვენება იყო - მე-17 საუკუნიდან დღემდე. ჩვენებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იყო და მას მხოლოდ 100-მდე ადამიანი ესწრებოდა.