უდაბნო ტანსაცმლის სამარხად იქცა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩილეში მდებარე უდაბნო ატაკამა ტანსაცმლის სასაფლაოდ იქცა. ყოველწლიურად, აქ, დაახლოებით, 40 ათასი ტონა ნივთი მიაქვთ, რაც ევროპის, აზიისა და აშშ-ს მაღაზიებში გაუყიდავი დარჩა. სანაგვედ ქცეული ადგილის ფართობი გასაოცარია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ტანსაცმელი არ იხრწნება და ქიმიური ნივთიერებებითაა დამუშავებული, ამიტომაც მას მუნიციპალურ სანაგვეებზე არ იღებენ. მოდის ინდუსტრია მსოფლიოში გარემოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამაბინძურებლად მიიჩნევა. ის უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე საავიაციო და საზღვაო სფერო - ერთად აღებული. გაეროს მონაცემებით, გარემოს ნახშირორჟანგით დაბინძურების 8-10%, სწორედ ამ ინდუსტრიაზე მოდის.