ამსტერდამში ახალი სასტუმროების გახსნა აკრძალეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიდერლანდების დედაქალაქში 533 სასტუმროა, რომლებშიც, დაახლოებით, 40 ათასი ნომერია. თუმცა, აქ კვლავ გეგმავდნენ ახალი, 20 ათასამდე ნომრის დამატებას. ამსტერდამის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ქალაქის უდიდეს ტერიტორიაზე, ახალი სასტუმროების აშენებას კრძალავს, რადგან „ისინი არაფერს მატებენ მოსახლეობას“.

ოთხი წლის წინ, ამსტერდამში რამდენიმე რაიონი გამოყვეს, სადაც ახალი სასტუმროების მშენებლობა არ შეიძლებოდა, ახლა კი აკრძალვა თითქმის მთელ ამსტერდამზე გავრცელდა. ახალი სასტუმროები მხოლოდ დედაქალაქის მშენებარე რაიონებში აშენდება, ისიც მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად. ამ გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტს სურს ის უხერხული პრობლემა მოაგვაროს, რასაც ტურისტები ადგილობრივ მცხოვრებლებს უქმნიან.