ამერიკელი ბიზნესმენი, SpaceX -ისა და Tesla-ს დამფუნებელი, ილონ მასკი პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში პირველ ადგილზეა. Forbes Real Time-ის ბოლო მონაცემებით, მან უკან ჩამოიტოვა Amazon-ის ხელმძღვანელი, ჯეფ ბეზოსი. კვირის დასაწყისში, მასკის ქონება 203 მილიარდ დოლარად შეფასდა, დღე-ღამეში კი მისი ქონება 3.8 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამასთან, მასკი მესამე ადამიანია მსოფლიოში, რომლის ქონებაც 200 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ბეზოსმა, 197.7-მილიარდიანი კაპიტალით, რეიტინგში მეორე ადგილზე ჩაიჩოჩა, ლიდერთა სამეულს კი ფრანგი ბიზნესმენი, Louis Vuitton Moët Hennesy (LVMH)-ის პრეზიდენტი, ბერნარ არნო ასრულებს - 175.7 მილიარდი დოლარით.
ვინ არის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი