ბავშვებისთვის საჩუქრებით დატვირთული ავტოკოლონა თბილისიდან 29 დეკემბერს დაიძვრება - დომენიკ მანგოს საახალწლო საქველმოქმედო აქცია

ვერსია
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბლოგერი კუკური ბარამიძე (დომენიკ მანგო) საახალწლოდ საქველმოქმედო აქციას გეგმავს. ბარამიძე „ვერსიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ 29 დეკემბერს დილიდან რამდენიმე მანქანა დაიძვრება თბილისიდან და მთელი საქართველოს მასშტაბით, მივლენ საჩუქრებით ბავშვებთან, რომელთა ოჯახებსაც არ აქვთ  საახალწლოდ სათამაშოების ყიდვის საშუალება. ამ დიდ სასიკეთო საქმეში ჩვენი გაზეთი საკუთარ წვლილს შეიტანს და ვისურვებთ, რომ ქველმოქმედებაში ჩაერთოს ყველა, ვისაც ამის შესაძლებლობა და სურვილი გააჩნია... გთავაზობთ კუკური ბარამიძის კომენტარს:

 „ამ საქველმოქმედო საახალწლო შემოვლას მე და ჩემს ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები უკვე 4 წელია, ვატარებთ, მაგრამ ავტოკოლონებით დავდივართ 2019 წლიდან. 2019 წელს ვესტუმრეთ 70 ოჯახს, საქართველოს მასშტაბით. როცა პანდემიის გამო ბავშვები სახლში ჩაიკეტნენ და ონლაინსწავლებაზე გადავიდნენ, გაჩნდა ტელეფონების უქონლობის პრობლემა და ამიტომ 2020 წელს ვიყიდეთ მობილური ტელეფონები და დავურიგეთ ბავშვებს. წელს იქნება ყველაზე დიდი შემოვლა იმიტომ, რომ ჩვენს სიაში უკვე 157 ბავშვია. ზოგ ოჯახში 9 ბავშვია, მაგალითად, დევნილების დასახლებაში 50 ბავშვია. დღეს საღამოს გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას, რამდენი მანქანით დავიწყებთ შემოვლას, მაგრამ ამ დროისთვის, 3 მანქანა და 6 ადამიანი ვართ და ვიმოძრავებთ მთელი საქართველოს მასშტაბით 2-3 იანვრამდე. იმას გააჩნია, რამდენად ჩავეტევით დროში, რადგან ბავშვებს მხოლოდ სათამაშოს ხომ ვერ მივცემთ და გავიქცევით? - სანტებიც უნდა ვიყოთ, უნდა დავრჩეთ, ვეთამაშოთ ამ ბავშვებს და შესაბამისად, არ ვიცით, როდის დასრულდება ეს შემოვლა. თუმცა 29 დეკემბრიდან რომ დავიწყებთ, აღარ გავჩერდებით. გზადაგზა შეიძლება, შემოგვიერთდნენ სხვებიც და ჩადგნენ ჩვენს საქველმოქმედო ავტოკოლონაში. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მანქანები უნდა გავაფორმოთ საახალწლო ნათურებით და ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორ გაეხარდებათ ბავშვებს, როცა დაინახავენ, რომ საახალწლოდ განათებული მანქანებით მივუტანთ საჩუქრებს...

  ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს, ამ მონაცემით, 3500 ლარი გვაქვს შეფროვებული. ეს, ერთი შეხედვით, დიდი თანხა ჩანს, მაგრამ 150 ბავშვზე რომ გავყოთ, თითოზე 20 ლარი გამოდის, რაც სათამაშოს შესაძენად ძალიან ცოტაა. ამიტომ უნდა ვეძებოთ საბითუმო მაღაზიები, მაგრამ იმდენად ბევრი წერილი შემოგვდის და როგორც წესი, ამ წერილებს ურთავენ საკუთარი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს, ვერ აღგიწერთ, ისე მძიმედ უჭირს ამ ადამიანებს... ამ საკითხს ეგოისტურად არ ვუდგები და თუ ვინმეს აქვს შესაძლებლობა, კარგი იქნება, თუ ახალ წელს მივლენ ამ ბავშვებთან, რადგან ასეთი ათასობით ბავშვია საქართველოში და სამწუხაროა, რომ ყველას ჩვენი ბიუჯეტით ვერ ვწვდებით...“

#GE05BG0000000528218876 მიმღები: კუკური ბარამიძე ანაბარი: ბავშვების ახალი წელი საქართველოს ბანკი paypal: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.