"ჩვენ ვეხმარებით და მაქსიმუმს ვაკეთებთ ბიზნესის განსავითარებლად, ბოლო ორ წელიწადში 125 ათასი კომპანია დარეგისტრირდა ქვეყანაში" - ირაკლი ღარიბაშვილი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინტერესია, რომ ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ ეტაპობრივად არამხოლოდ ენერგოჰაბად და ტრანსპორტის ჰაბად ასევე, დიდი პოტენციალი არსებობს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორის და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს შეუძლია თავისი პოტენციალით გახდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული ჰაბი.

„ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინტერესია, რომ ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ ეტაპობრივად არამხოლოდ ენერგოჰაბად და ტრანსპორტის ჰაბად ასევე, დიდი პოტენციალი არსებობს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორის და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების მიმართულებით, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, საქართველოს შეუძლია თავისი პოტენციალით რომ გახდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორი და ციფრული ჰაბი.

ასევე გეტყვით, რომ წელს დასრულა ჩვენი მრჩევლების მიერ, Rothschild -ერის მიერ შემუშავებული სტრატეგია, რომლის მიზანიც არის, საქართველო გარდაიქმნას რეგიონალურ ფინანსურ ჰაბად. ჩვენ მომავალ წელს უკვე დავიწყებთ ამ სტრატეგიის, გეგმის განხორციელებას, იმპლემენტაციას და შედეგებს მოგვიანებით მოგახსენებთ.

ქუთაისის პარლამენტთან დაკავშირებით გვაქვს იდეა რომ, ეს შენობა, მისი უნიკალური მდებარეობა არ იყოს უფუნქციოდ დარჩენილი, ვამუშავებთ იდეას და კონცეფციას, რომ აქ განვითარდეს აიტი მიმართულება, შეიქმნას აიტი, ეგრეთ წოდებული ტექნოლოგიური ჰაბი ამ შენობაში, მოვიზიდოთ ახალგაზრდები, ნიჭიერი თაობა, რომელიც დასაქმდება, და კიდევ უფრო მოახდენენ საკუთარი უნარების რეალიზებას.

ასევე ვგეგმავთ მსხვილი დეველოპერული პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის, ამ მიზნით მე ვიმყოფებოდი ემირატებში, კატარში, ახლა საუდის არაბეთში, საქართველოს აქვს უნიკალური მდებარეობა და უნიკალური შესაძლებლობები, პოტენციალი რომ ძალიან საინტერესო ინვესტიციები მოვიზიდოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც შეიქმნა, სწორედ ბიზნესის დამსახურებაა.

„რაც შეეხება ბიზნესის ხელშეწყობას, მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის ხელწერა არის მაქსიმალურად პრობიზნესური და ჩვენ ვეხმარებით და მაქსიმუმს ვაკეთებთ ბიზნესის განსავითარებლად. ბოლო ორ წელიწადში 125 ათასი კომპანია დარეგისტრირდა ქვეყანაში, 125 ათასი კომპანია შეიქმნა ბოლო ორ წელიწადში. ეს ნიშნავს, როგორ გააქტიურებულია ზოგადად კერძო სექტორი და ბიზნესი. შემთხვევითი არ არის, რომ აი ეს 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც მე აღვნიშნე, სწორედ ბიზნესის დამსახურებაა და რა თქმა უნდა, ამაში ჩვენი წვლილი არის მნიშვნელოვანი.

პროგრამებზე ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ვმუშაობთ წარმატებულად, როგორიც არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. გაუმჯობესებული თანადაფინანსების პროგრამაში ჩართვის საშუალება აქვს 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით მოქმედ საწარმოებს. დამატებით შერჩეულია ექსპორტის დიდი პოტენციალის მქონე 60 ეკონომიკური საქმიანობა. წელს 330-მა კომპანიამ დაიწყო ან გააფართოვა საქმიანობა და ამ პროგრამის დაწყებიდან, 2014 წელს დავიწყეთ ეს პროგრამა, დაფინანსებული არის 1500-ზე მეტი პროექტი და ჯამურად 2,5 მილიარდი ლარი არის ინვესტირებული. შეიქმნა 35 ათასი ახალი სამუშაო ადგილი აი ამ პროგრამების დაფინანსებით.

რაც შეეხება მიკროგრანტების პროგრამას, დაფინანსდა 1400-ზე მეტი აპლიკანტი და ჯამშიო დაფინანსებული არის 8 200-ზე მეტი პროექტი, შეიქმნა 21 ათასი ახალი სამუშაო ადგილი.

იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამაზე მინდა რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო. კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ ეს პროგრამა ჩვენ დავიწყეთ შარშან. ამით ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ახლადშექმნილ ოჯახებს, ასევე, მათთაც, ვისაც ახალშობილი შეეძინება. ჩვენ 4 000-ზე მეტი ოჯახის მხარდაჭერა მოვახერხეთ. წელს, სულ, პროგრამის ფარგლებში, 11 000-ზე მეტმა ოჯახმა შეიძინა საცხოვრებელი სახლი, ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება და კიდევ ერთხელ მინდა, რომ მოვუწოდო ყველას, რომ ისარგებლონ ამ პროგრამით“, - განაცხადა პრემიერმა.