სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა - რა დარღვევები გამოვლინდა აჭარის სხვადასხვა სამინისტროებში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აუდიტი

 

საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვა აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებში

 

 მაკა რუხაძე

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციები შეამოწმა. ნაერთი ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, 2021 წლის პერიოდს მოიცავს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სამინისტროებისადა მათ დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების - სსიპ შემოწმებისას, დარღვევები გამოვლინდა მიმდინარე დავალიანებებში, არაფინანსურ აქტივებში, ინვენტარიზაციასა და შრომით ანაზღაურებაში.

 

დარღვევები მიმდინარე დავალიანებებში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულფინანსურ ანგარიშგებაში ირიცხება 2 880 788 441 ლარის ღირებულების აქტივები და 28 642 717 ლარის ვალდებულებები, მათ შორის, მოკლევადიანი(მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები შეადგენს 110 264 120 ლარს, საიდანაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში ირიცხება 60 394 025 ლარის მოთხოვნები. ამ მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებების დაფარვის ალბათობა დაბალია. ეს მოთხოვნები წარმოადგენს სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ ფიზიკურ პირზე სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად დაკისრებულ თანხებს, რომლებზეცუშედეგოდ მიმდინარეობს სააღსრულებო საქმის წარმოება.

„განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „აჭარის მუზეუმის“ ფინანსურ ანგარიშგებაში ირიცხება 106 463 ლარის მოთხოვნები, რომელთა დაფარვის ალბათობა დაბალია, რადგან უშედეგოდ მიმდინარეობს სააღსრულებო საქმისწარმოება და მოვალე ფიზიკური იურიდიული პირი შეყვანილია მოვალეთა რეესტრში.დარღვევის მიზეზია ინვენტარიზაციის ჩაუტარებლობა, მოთხოვნების დაფარვის ალბათობის შეუფასებლობა.კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ირიცხება გრძელვადიანი ფინანსური აქტივები - 294 596 748 ლარის ოდენობით, საიდანაც 276 910 462 ლარი აღრიცხულია ანგარიშზე „ინვესტიციები წილობრივ ინსტრუმენტებში“. ეს თანხა წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში განხორციელებულ ფულად-ქონებრივ შენატანებს, რომლებიცგანხორციელებულია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპარატების მიერ, შესაბამისად, 275 486 150 ლარის და 1 424 312 ლარის ოდენობით“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მართვაში არსებული 28 საწარმოდან, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 10 საწარმოში (საბალანსოღირებულება - 20 691561 ლარი) მიმდინარეობს ან/და დასრულდა გადახდისუუნარობის-გაკოტრების საქმის წარმოება. ამჟამად, რვა მათგანი იმყოფება გაკოტრების რეჟიმში და მათი აქტივების ღირებულება გადახდისუუნარობის-გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მომენტისთვისაც კი, არსებითად ნაკლები იყო ვალდებულებების მოცულობაზე. აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის დროს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვენტარიზაციო კომისიას არ უმსჯელია აქტივების შესაძლოგაუფასურებაზე.

 

ხარვეზები არაფინანსურ აქტივებში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად, ხარვეზები გამოვლინდა არაფინანსურ აქტივებშიც. კერძოდ, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების“ ნაშთი, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით,შეადგენს 1 677 277 604 ლარს, საიდანაც 96% - ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის აქტივებია. კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არ არის ასახული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, სარგებლობაში პირველადი გადაცემა არ განხორციელებულა და არ არის შეფასებული.

„კანონმდებლობის შესაბამისად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით ფლობს, მართავს და განკარგავს ქონებას და ახორციელებს ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს. შესაბამისად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე უნდა აღირიცხოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, რომლის სარგებლობაში პირველადი გადაცემა არგანხორციელებულა. სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში არ ირიცხება 1000 ერთეულზე მეტი მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება, რომელიც საჯარორეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და არ არის შეფასებული“.

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ არის დაცული სტანდარტის მოთხოვნები იჯარის კლასიფიკაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, საოპერაციო იჯარით გაცემული ქონება „საინვესტიციო ქონებად“ არ არის  აღრიცხული ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში, ხოლო ფინანსურიჯარასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის მოცემული განმარტებითშენიშვნებში. გარდა ამისა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ფინანსურანგარიშგებაში, „დაუმთავრებელი მშენებლობის“ ანგარიშზე, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ასახულია 542 800 ლარის ღირებულების დაუმთავრებელი აქტივი, რომელზეც 2018 წლიდან ბრუნვა არ ყოფილა. აღნიშნული აქტივი წარმოადგენს 2018 წელს შესრულებული საპროექტოსამუშაოს ღირებულებას, რომლის სამომავლო გამოყენების გეგმა სამინისტროს არ აქვს.

აქედან გამომდინარე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ბალანსზე ასახული „სხვა არაფინანსური აქტივების“ ნაშთი, შესაძლოა, მოიცავდეს ისეთ დაუმთავრებელ აქტივებს, საიდანაცმომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღება ნაკლებსავარაუდოა და რაც საჭიროებს დამატებით კვლევას. შესაბამისად, შესაძლოა, ისინი არაკმაყოფილებდნენ აქტივად აღიარების კრიტერიუმებს.

 

დარღვევები ინვენტარიზაციაში

ინვენტარიზაცია წარმოადგენს ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებული აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე, განმარტებით შენიშვნებში ან საცნობარო ანგარიშებზე ასახული არასაბალანსო კატეგორიების ფაქტობრივინაშთების შედარებას ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან. ინვენტარიზაცია კონტროლის მექანიზმია, რომლის მიზანია დანაკლისის, ზედმეტობისა და დაზიანებული ან გამოუსადეგარი აქტივების იდენტიფიცირება. შესაბამისად, ინვენტარიზაციის ჩატარება მნიშვნელოვანია იმაში დასარწმუნებლად, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ყველა აქტივი და ვალდებულება რეალურად არსებობს და ამასთან, ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული ყველა აქტივი სრულადაა ასახული ფინანსურანგარიშგებაში. ინვენტარიზაციის სრულყოფილად განხორციელება მნიშვნელოვანია ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენისთვის, აქტივების ეფექტიანი განკარგვისა და შიდა კონტროლის გასაუმჯობესებლად.

„2021 წელს, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ჩატარებულ ინვენტარიზაციის პროცესს ახლდა გარკვეული ნაკლოვანებები, კერძოდ, მინიჭებული საინვენტარო ნომრის ან შტრიხკოდის შესახებ; მატერიალურად პასუხისმგებელი პირის შესახებ; ადგილმდებარეობის შესახებ; მდგომარეობის შესახებ.2021 წელს, არცერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ჩატარებული მოთხოვნების ინვენტარიზაციის დროს არ შეფასებულა მოთხოვნის რეალურობა და დაფარვის ალბათობა. 2021 წელს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ ჩაუტარებია სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების ანგარიშზე აღრიცხული უძრავი ქონების ინვენტარიზაცია, რომელიც შესაბამის პერიოდში მოქმედი რეგულაციით უნდა განხორციელებულიყო სამ წელიწადში ერთხელ მაინც“.

აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების შერჩევითი ინვენტარიზაციის შედეგად, გამოვლინდა 32 197 251 ლარის ღირებულების მიწა და შენობა- ნაგებობები, რომლებიც 2021 წლის 31 დეკემბრამდე, პრივატიზებულია ან გადაცემულია უვადო სარგებლობაშიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებისთვის. შესაბამისად, აღნიშნული აქტივები არ უნდა ირიცხებოდეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატისადა კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არჩაუტარებიაიმ უძრავი ქონების ინვენტარიზაცია, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას.

 

დარღვევები შრომის ანაზღაურებაში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2021 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების დარიცხულმა სახელფასო ხარჯმა შეადგინა 52 539 916 ლარი, საიდანაცსაშტატო ნუსხით განსაზღვრული პირების „შრომის ანაზღაურების“ ხარჯია 38 484 218 ლარი, ხოლო შტატგარეშეთა ანაზღაურების ხარჯი - 14 055 697 ლარი. 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს, საბიუჯეტო ორგანიზაციების ჯამური სახელფასოხარჯები გაზრდილია 2 299 161 ლარით. ხარჯების ზრდა დაკავშირებულია შტატგარეშეთა ანაზღაურების ხარჯების ზრდასთან.

„2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გაწეული „შრომის ანაზღაურებისა“ და „შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურების“ საკასო ხარჯი 41 763 ლარით აღემატება დარიცხულ ხარჯს. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურებაში საკასო ხარჯების მეტობა დაკავშირებულია სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს „სატყეო სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართვის“ ქვეპროგრამასთან, რომლის ფარგლებში, განხორციელდა ახალი გზის გაყვანისა და არსებული გზის შეკეთების სამუშაოები. ახალი გზის სამუშაოებზე დასაქმებულ შტატგარეშე მომუშავეთა ხელფასი არ იქნა აღიარებული ხარჯად და აღირიცხა ახალი გზების თვითღირებულებაში. შრომის ანაზღაურებაში საკასო ხარჯების მეტობა დაკავშირებულია თანამშრომელთა სახელფასო ანგარიშსწორების შემდგომ გათავისუფლებისას წარმოქმნილ მოთხოვნებთან და 2021 წლის დეკემბერში გაცემულ საშვებულებოანაზღაურებასთან“.

გარდა ამისა, საბიუჯეტო ორგანიზაციებს ერიცხებათმოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები თანამშრომლების მიმართ, რომლის ამოღებაზე ეფექტიანი ღონისძიებები არ განხორციელებულა. საბიუჯეტო ორგანიზაციების შინაგანაწესით განსაზღვრულია, რომ თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადება და წასვლა აღირიცხება სპეციალური ტექნიკური საშუალების - ტურნიკეტის გამოყენებით. სისტემა კონტროლის მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს დადასტურდეს თანამშრომელთა სამსახურში ყოფნა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება.

„2021 წელს, ხელფასის დარიცხვის მიზნით შევსებული სამუშაო დროის ტაბელის მონაცემები განსხვავდება ტურნიკეტზე დაფიქსირებულისგან. მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზია COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. სწორედ კორონავირურის გამო, თანამშრომელთა მიერსამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შესაძლებელი გახდა, როგორც დისტანციურად, ასევე, შემცირებული სამუშაო დროით. აღსანიშნავია, რომ აუდიტის მიმდინარეობის პერიოდშიც, მხოლოდ რამდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაციას გააჩნდა აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა, რაც შიდა კონტროლის სისტემის სისუსტეზე მიუთითებს და საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვის რისკებს წარმოშობს.