EU-მ საქართველოს 35 მუნიციპალიტეტისთვის საგრანტო შეთავაზება შეაჩერა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

EU-ის ერთ-ერთი პროექტი მუნიციპალიტეტებისთვის ახალი გრანტების გაცემის შეჩერების შესახებ აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია "ევროკავშირი საქართველოში" ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც ირკვევა, "შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ (CCG) ფარგლებში 35 მუნიციპალიტეტს 5000 ევროს ოდენობით გრანტი გადაეცა. მუნიციპალიტეტებს კვლავ შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ახალ საგრანტო კონკურსში, მაგრამ "რუსული კანონის" მიღების გამო და ევროკავშირის დახმარებაზე მისი ზემოქმედების შესახებ ევროპული საბჭოს მიერ 2024 წლის 24 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნების გათვალისწინებით საქართველოს მუნიციპალიტეტისთვის, ამ პროექტის ფარგლებში, ახალი გრანტები აღარ გაიცემა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ (CCG) 4-წლიანი პროექტია, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი საქართველოს რეგიონებში კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერებას ემსახურება.

პროექტ „შემოქმედებითი კომპასის“ მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონულ, განსაკუთრებით კი, ინდუსტრიულ და პოსტინდუსტრიულ ქალაქებში შემოქმედებითი ინდუსტრიების მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა. ამ მიზნის მისაღწევად, პროექტი სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს, იქნება ეს მუნიციპალიტეტების შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და რესურსების წარმოჩენა და გაძლიერება, თანამშრომლობის გაღრმავება, თუ დაფინანსების საშუალებების შექმნა.

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს რეგიონებში კულტურის და შემოქმედებითი დარგის განვითარების გზით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად პროექტი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, ესენია: შემოქმედებითი რესურსების გამოვლენა, გაძლიერება და გამოყენება, შემოქმედებითი სივრცეების განვითარება, დაფინანსების შესაძლებლობების შექმნა, მეწარმეობის ხელშეწყობა და დარგთაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტი მრავალმხრივ მიდგომას იყენებს, რომელიც გულისხმობს დაფინანსების სხვადასხვა სახის საქმიანობისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის გადაცემას.

ინიციატივა რვა არდგილობრივი საჯარო-კერძო პარტნიორობის პლატფორმის დაფუძნებას შეუწყობს ხელს, რომლებიც შემოქმედებითი (პოსტ)ინდუსტრიული ქალაქების ეროვნული ქსელის ფარგლებში გაერთიანდება და ითანამშრომლებს. თითოეული პლატფორმა იმუშავებს როგორც ადგილობრივი ცენტრი პროექტის აქტივობების განხორციელების თუ ხელშეწყობისთვის. გარდა ამისა, პლატფორმებიs არსებობობა გაამარტივებს ცოდნის გაზიარებასა და კომუნიკაციას დაინტერესებულ მხარეთა შორის და მსჯელობის და დიალოგის სივრცეს შექმნის ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შემოქმედებითი ადამიანების და ბიზნესებისთვის. ეროვნული ქსელი, რომელიც პლატფორმების ერთობლიობით შეიქმნება, ქვეყნის მასშტაბით შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, დაინტერესებულ მხარეებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროექტი სხვადასხვა შესაძლებლობას შესთავაზებს:
- სხვადასხვა სექტორსა და მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის წახალისება.
- შემოქმედებითი ბიზნესების გაძლიერება.
- თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების სივრცეების გამოვლენა და განვითარება.
- საერთაშორისო და რეგიონული გაცვლების მხარდაჭერა.
- ადგილობრივი შემოქმედებითი რესურსების პოპულარიზაცია.

პროექტის ფარგლებში 35 მუნიციპალიტეტს გადაეცა გრანტი (თითოეულს 5000 ევროს ოდენობით) შემოქმედებითი სივრცეების ან მომავალში შემოქმედებითი დანიშნულებით გამოყენების პოტენციალის მქონე სივრცეების გამოვლენის, ფიზიკური აღნუსხვისა და ფოტოდოკუმენტირებისთვის. ასეთი სივრცეების აღნუსხვა 2024 წლის აპრილიდან - ივნისამდე პერიოდში განხორციელდა. ფიზიკური აღნუსხვის შემდეგ, მასში მონაწილე მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ექნებოდათ მონაწილეობა მიეღოთ შემოქმედებითი რესურსების შესწავლისთვის განკუთვნილ საგრანტო კონკურსში. საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ევროკავშირის დახმარებაზე მისი ზემოქმედების შესახებ ევროპული საბჭოს მიერ 2024 წლის 24 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნების გათვალისწინებით, ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგრანტო შესაძლებლობის შეთავაზება ამ ეტაპზე შეჩერებულია. „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ გააგრძელებს საქმიანობას საქართველოს რეგიონებში შემოქმედებითი და კულტურის სექტორის მდგრადი მხარდაჭერისთვის.


Specific Objective
- ადგილობრივი ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლები თანამშრომლობენ და მხარს უჭერენ სექტორის განვითარებას, თავიანთი მიმართულებებით.
- გაუმჯობესებულია შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკონომიკური აქტივობა და მათი განვითარებისთვის საჭირო გარემო პირობები, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ დონეზე.
- შემოქმედებითი სექტორის განვითარებაზე გავლენის მქონე აქტორებს შორის თანაშრომლობის და პოლიტიკის დიალოგის გაუმჯობესება.

Expected Results
- საქართველოს მასშტაბით შერჩეული (პოსტ)ინდუსტრიული ქალაქების გაუმჯობესებული შესაძლებლობა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების და მხარდაჭერისთვის.
- შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებისა და დამწყები ბიზნესების გაუმჯობესებული შესაძლებლობები.
- მუნიციპალიტეტების, სფეროს წარმომადგენლების, ინვესტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ამაღლებული ცნობიერება მონაწილე მუნიციპალიტეტებში შემოქმედებითი ინდუსტრიების პოტენციალისა და პროექტების შესახებ.
- ხელისუფლების გაუმჯობესებული კომპეტენცია შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების პოტენციალისადა შესაძლო სტრატეგიების დაგეგმვის შესახებ.