ამერიკული სანქციების "პირველი ტრანში" რუსეთს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკა, რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების ნაწილს სანქციებს უწესებს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ამის შესახებ, თეთრ სახლში განაცხადა.

სანქციების ამ ნაწილს, ჯო ბაიდენი "პირველ ტრანშს" უწოდებს და მისი აღწერით, ამ ეტაპზე სანქციები რუსეთის ორ ფინანსურ ინსტიტუტსა და რუსეთის სუვერენულ ვალზე წესდება. ოთხშაბათიდან კი შეერთებული შტატები სანქციებს მოსკოვის პოლიტიკური "ელიტის" წარმომადგენლებსა და მათ ოჯახის წევრებს დაუწესებს.

პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი ვეღარ შეძლებს ფულის მოზიდვას დასავლეთიდან.

ჯო ბაიდენი, რუსეთისთვის დაწესებულ საქნციებს ასე აღწერს:

“ჩვენ ვახორციელებთ სრული დაბლოკვის სანქციების ორ დიდ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტზე: რუსეთის სახელმწიფო განვითარების კორპორაციასა (VEB) და მათ სამხედრო ბანკზე.
„ჩვენ ვახორციელებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვწყვეტთ რუსეთის მთავრობას დასავლური დაფინანსებისგან. მას აღარ შეუძლია ფულის მოზიდვა დასავლეთიდან.
„ჩვენ ასევე დავაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებზე. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ მიღწევებს და ასევე უნდა გაიზიარონ ტკივილი“.
„ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" წინ არ წავა“.
ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიების ე.წ. "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარებით, რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს და ეს საერთაშორისო საზოგადოებისგან მტკიცე რეაგირებას მოითხოვს.