ვახტანგ გომელაური: „პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულია სამინისტროს ყველა დანაყოფი და ათასობით თანამშრომელი საგანგებო რეჟიმში მუშაობს!“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„კოვიდის“ გავრცელების და თანამშრომელთა დასნებოვნების საშიშროების მიუხედავად, სამუშაო არ შეფერხებულა არც ერთი წუთით. გამოწვევებს სათანადოდ პასუხობდა ყველა“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა

„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო მოქმედებდა მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისად. „ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გვევალებოდა: თვითიზოლაციაში მყოფ პირთა პერიოდული მონიტორინგი; კონკრეტული, მაღალი რისკის შემცველი ლოკაციების იზოლირება; სპეციალური ბლოკპოსტების მოწყობა; საკარანტინო ზონების კონტროლი და დაცვა; ქვეყნის სასაზღვრო გამშვები პუნქტებისა და სახელმწიფო საზღვრის „მწვანე ზოლის“ კონტროლი; საველე ჰოსპიტლის გახსნა; სპეციალური საკარანტინო რეჟიმის პირობებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამინისტრო კოორდინირებულად მუშაობდა მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურასთან. მინდა გავიხსენო ის ღამეც, როცა მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა. ჩვენმა თანამშრომლებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, ჯარისკაცებთან ერთად ერთ ღამეში მოაწყვეს 100 კაცზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი“, – განაცხადა გომელაურმა. მისივე თქმით, „კოვიდის“ პირობებში, განსაკუთრებით აღსანიშნავია, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიის მიერ შსს-ს თანამშრომლების ტესტირება PСR მეთოდით. „განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც გადმოგვცეს კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის საშუალებები. „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, დაიწყო დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული პირების სასამართლო პროცესების დისტანციურ რეჟიმში ჩატარება. ჩვენ უმოკლეს პერიოდში შევძელით იზოლატორების აღჭურვა საჭირო ტექნიკით; ყველა ლოკაციაზე მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოხდა თანამშრომელთა გადამზადება. სასამართლო პროცესები იმართებოდა დაკავებულის მიერ იზოლატორის დატოვების გარეშე. ჯამში, 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, გაიმართა იზოლატორში მოთავსებული 3 337 პირის დისტანციური სასამართლო პროცესი“, – აღნიშნა გომელაურმა.