ვინ არიან 2020 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები და პოლიტიკოსები - APPR-ის რეიტინგი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემია (APPR) აქვეყნებს  რეიტინგებს საქართველოში 2020 წლის პერსონებისა და მოვლენების შესახებ.  წინამდებარე რეიტინგი შედგენილია ქართველი ჟურნალისტების, ანალიტიკოსებისა და სოციოლოგების გამოკითხვის საფუძველზე. გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის 15-23 დეკემბერს.

აკადემია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი განწყობების მცოდნე - ყველაზე აქტიური ჯგუფის გამოკითხვის საფუძველზე შედგენილი რეიტინგი მაქსიმალურად ზუსტად ასახავს საზოგადოების განწყობებს პოლიტიკური პროცესებისა თუ პერსონების მიმართ.

APPR-ის დირექტორის, გოჩა მირცხულავას განცხადებით, რეიტიგმა მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ჯგუფებსა და პერსონებს, გააკეთონ ცალკეული დასკვნები საკუთარი სტრატეგიული თუ ტაქტიკური ამოცანების განსაზღვრისა და კორექტირებისთვის.

 

2020 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები:

 

1.     ბიძინა ივანიშვილი

2.     მიხეილ სააკაშვილი

3.     უჩა მამაცაშვილი

4.     ნიკა გვარამია

5.     გიორგი გახარია, ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი

 

2020 წლის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები ხელისუფლებიდან:

 

1.     გიორგი გახარია

2.     კახი კალაძე

3.     ირაკლი კობახიძე

4.     ვახტანგ გომელაური

5.     არჩილ თალაკვაძე

 

2020 წლის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები ოპოზიციურ ფლანგზე:

 

1.     მიხეილ სააკაშვილი

2.     ნიკა მელია

3.     მამუკა ხაზარაძე

4.     გიგა ბოკერია

5.     გიგი უგულავა

 

2020 წლის ყველაზე გავლენიანი ანალიტიკოსები:

 

1.     გია ხუხაშვილი

2.     ხათუნა ლაგაზიძე

3.     ნოდარ ხარშილაძე

4.     გია ნოდია

5.     ვალერიან გორგილაძე

 

2020 წლის ყველაზე გავლენიანი მაუწყებლები:

 

1.     „იმედი"

2.     „მთავარი არხი"

3.     „რუსთავი 2"

4.     „ტვ პირველი"

5.     „ფორმულა"

 

2020 წლის მთავარი მოვლენები:

 

1.     პანდემია

2.     არჩევნები

3.     ოპოზიციის ერთობა

4.     ერთპარტიული პარლამენტი

5.     8 მარტის შეთანხმება

 

ხელისუფლების წარმატება 2020 წელს:

 

პანდემიის პირველი ეტაპის მართვა

 

ოპოზიციის წარმატება 2020 წელს:

 

ოპოზიციური ერთობა

 

ხელისუფლების წარუმატებლობა 2020 წელს:

 

პანდემიის მეორე ეტაპის მართვა; არჩევნები;

 

ოპოზიციის წარუმატებლობა 2020 წელს:

 

 არჩევნები

 

2020 წელს სახელმწიფოს ხუთი უმთავრესი პრობლემა:

 

1.     სუსტი სახელმწიფო ინსტუტიტები;

2.     სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა;

3.     სასამართლო ხელისუფლება;

4.     ნეპოტიზმი და პროტექციონიზმი;

5.     უპერსპექტივბის განცდა;

 

 

შენიშვნა: კითხვებში არ იყო განმარტებები და თითოეულ რესპოდენტს შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი აღქმის საფუძველზე გაეცა სასურველი პასუხი. კითხვები რესპოდენტებისთვის გაგზავნილია წერილობითი სახით და პასუხებით მიღებულია ანალოგიური ფორმით.

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემია არ ამხელს რესპონდენტების ვინაობას, თუმცა მათ აქვთ უფლება, სურვილის შემთხვევაში, საჯაროდ განაცხადონ გამოკითხვაში მონაწილეობის შესახებ.

ორი პასუხი (პერსონა, მოვლენა) მოცემულია პირველ და მეორე პასუხებს შორის ორხმიანი სხვაობით.

სულ შერჩეული რესპოდენტების რაოდენობა 150 (პარლამენტის წევრთა რაოდენობის შესაბამისად). აქტიური რესპოდენტების რაოდენობა - 115 გამოკითხვაში მონაწილეობა არ მიიღო 35-მა სავარაუდო რესპოდენტმა, რომელთც აკადემიამ კითხვებზე პასუხების გაცემის თხოვნით მიმართა.

გამოკითხვის ჩასატარებლად და რეიტინგის შესადგენად ფინანსური ხარჯები არ გაწეულა.

APPR პერიოდულად შემოგთავაზებთ სხვადასხვა სახის რეიტინგებსა და გამოკითხვას საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის აქტუალურ თემებთან დაკავშირებით.

 

მასალის გამოყენებისას გთხოვთ მიუთითოთ წყარო:

კონტაქტი: 595 464644

This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.