ევროკავშირის სანქციები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს - რუსული პასპორტების მფლობელები ევროპაში ვეღარ იმოგზაურებენ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აფხაზეთსაა და სამაჩაბლოში მცხოვრები მოსახლოებისთვის ევროპის კარი იხურება. ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები რუსული პასპორტებით ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ. რუსული პასპორტების მფლობელები ვეღარც ვიზებს მიიღებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა მას შემდეგ მიიიღო, რაც რაც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს რუსული პასპორტები დაურიგა. ანალოგიური რეგულაციები იმოქმედებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვისაც.

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისატრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევი ამბობს, რომ ცხინვალის მოსახლეობის 30% ევროპაშ გასვლას არც საჭიროებს. მისივე თქმით, დისკომფორტი მხოლოდ იმ ახალგაზრდებს შეექმნებათ, რომლებიც ევროპაში სწავლობენ.

"რიგით ადმაინებს არანაირი დისკომფორტი მანდ არ ექნებათ. ისინი არც ცდილობენ საზღვარგარეთ წასვლას. მაგათ შვილებს, რომლებიც ცდილობენ ევროპაში ისწავლონ და რუსული პასპორტი აქვთ, რა თქმა უდნა, დიდი დისკომფორტია და რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემები გაუჩნდებათ იმათ, იმ ახალგაზრდებს, რმლებიც დღეს სადღაც კონტრაქტით არიან გაფორმებული, სადღაც სწავლობენ ევროპულ უნივერსიტეტებში. მე ვიცი ასეთი მომენტები... მაგრამ ჩვეულებრივი რიგითი მოსალხოებისთვის, საერთოდ ძირითადი 30% არც მიდიან, არც გადიან ცხინვალიდან., ამათვის დისკომფროტი არ არის. პირიქით, ამ პასპორტით შეიუძლია სოციალური პაკეტი აიღოს რუსეთში, - ამბობს სანაკოევი.