"საქართველოს ვუსურვებთ უხვ მოსავალს, ნათელ და აყვავებულ მომავალს" - თურქეთის საელჩო საქართველოში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დიპლომატიური კორპუსი კახეთში, რთველზე შეკრიბა, საქართველოს ვუსურვებთ უხვ მოსავალს, ნათელ და აყვავებულ მომავალს -ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნდა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის დღეების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.

„მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც შეკრიბა დიპლომატიური კორპუსი კახეთში რთველზე და ასევე, ბატონ მინისტრებს მოწვევისა და შესანიშნავი მასპინძლობისთვის.

საქართველოს ვუსურვებთ უხვ მოსავალს, ნათელ და აყვავებულ მომავალს”,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.