რა საჩუქარი გაუკეთა ცოტნე გამსახურდიას თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, ცოტნე გამსახურდიას ელექტრო ეტლი-ტრანსფორმერი აჩუქა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია პოსტს აქვეყნებს და თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის.

"ცოტნეს რეაბილიტაციისთვის გადადგმული თითოეულ ნაბიჯი ნამდვილი ზეიმია მთელი ოჯახისთვის.
ამჯერად, ჩვენი ოჯახის სახელით, უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო თავდაცვის მინისტრის, ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ, რომელმაც იზრუნა ცოტნეს ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციისთვის და უმნიშვნელოვანესი საჩუქარი გაგვიკეთა - უზრუნველყო ცოტნე დღესდღეობით მსოფლიოში არსებული საუკეთესო ელექტრო ეტლი-ტრანსფორმერით, რომელიც რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვან ძალიან ბევრ საჭირო ფუნქციას ითავსებს. ეს მრავალფუნქციური ეტლი მხოლოდ გერმანიაში მზადდება. უღრმესი მადლობა ბატონო ჯუანშერს, ასევე თავდაცვის სამინისტროს და ჩვენი დიპლომატიური უწყების ყველა წარმომადგენელს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ ეტლის შეძენასა და საქართველოში გადმოგზავნაში." - წერს კონსტანტინე გამსახურდია.