ლევან ვარშალომიძეს პარლამენტარის უფლებამოსილება შეუწყდა - მიზეზი სხდომების გაცდენაა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ლევან ვარშალომიძეს. მისთვის დეპუტატის სტატუსის მოხსნის მიზეზი სხდომების გაცდენა გახდა. ლევან ვარშალომიძე არ დასწრებია 2022 წლის საგაზაფხულო სესიის არც ერთ სხდომას 26 მორიგი სხდომიდან. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატს უფლებამოსილება უწყდება იმ შემთხვევაში, თუკი ის არ ესწრება მორიგე სხდომებიდან ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლევან ვარშალომიძისთვის დეპუტატის სტატუსის შეწყვეტის განხილვისას თქვა, რომ მას, როგორც პარლამენტის წევრს ბიუჯეტიდან 56 000 ლარამდე აქვს მიღებული ისე, რომ ამ მოწვევის პარლამენტში ერთხელაც არ ყოფილა.

ვარშალომიძე ერთ-ერთი იყო იმ დეპუტატებს შორის, რომელიც 2021 წლის თებერვალში დეპუტატის სტატუსის მოხსნას ითხოვდა - პარლამენტმა მაშინ მას და სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს უარი უთხრა ამ მოთხოვნაზე.

ლევან ვარშალომიძე მეშვიდე ნომერი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

 

წყარო: რადიო თავისუფლება