კახეთის რეგიონში ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობა გრძელდება. პროექტი ითვალისწინებს 3,7 კმ საავტომობილო გზისა და 6 ახალი ხიდის მშენებლობას.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა 3 მონაკვეთად არის დაყოფილი. აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო კორიდორის ნაწილია.
ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც მოძრაობის უსაფრთხოებას და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს.
კახეთის რეგიონში ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობა გრძელდება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი