სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ ჩოლეტი საქართველოს ვიზიტით ეწვევა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ ჩოლეტი საქართველოს, მოლდოვასადა დიდ ბრიტანეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფოდეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოში 2-დღიანი (18-19 მაისი) ვიზიტითჩამოვა. დერეკ ჩოლეტი მთავრობის წევრებს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებისწარმომადგენლებს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში განსახილველი თემა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, ასევეუკრაინაში რუსეთის ომი და დემოკრატიული, მშვიდობიანი, აყვავებული და ევროატლანტიკურიმომავლისკენ საქართველოს მისწრაფება იქნება.