„ამ ომს უკრაინა მოიგებს და რუსეთის მდგომარეობა ნამდვილად არ იქნება სახარბიელო“- აკია ბარბაქაძე ლენდ-ლიზის ისტორიულ მნიშვნელობაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინის სესხის იჯარის აქტს, კონგრესმა ლენდ-ლიზის პროგრამა დაამტკიცა.

მანამდე 6 აპრილს, აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო კანონი (ლენდ-ლიზის კანონი), რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს და რომელიც საშუალებას მისცემს აშშ-ის პრეზიდენტს, უფრო ეფექტურად მიაწოდოს იარაღი და სხვა მარაგი უკრაინას რუსეთისგან მომდინარე აგრესიასთან გასამკლავებლად.

ლენდ-ლიზის კანონმა მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში გარდამტეხი როლი ითამაშა, ვინაიდან აშშ-ს შეეძლო, ჰიტლერის წინააღმდეგ ომში ჩართული ქვეყნებისთვის მიეწოდებინა შეიარაღება, სამშენებლო მასალები, საკვები და სხვა, ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე. ლენდ-ლიზის კანონს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუზველტმა 1941 წელს მოაწერა ხელი. მაშინ კანონის ფარგლებში დახმარების პირველი პაკეტი დიდ ბრიტანეთს გაეგზავნა. კანონი მრავალწლიანი ლიზინგის საფუძველზე ამერიკის მხრიდან დახმარების გაწევას ითვალისწინებს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც კონკრეტულ მომენტში საჭირო შეიარაღების ან სხვა მასალის შეძენის ფინანსური საშუალება არ აქვთ.

კანონის ამოქმედება აშშ-ის მიერ ყოველთვის აღიქმება მისი მხრიდან ძლიერი მხარდაჭერის გამოხატულებად.

ლენდ-ლიზის კანონთან დაკავშირებით, „ვერსია“ სამხედრო ექსპერტ აკია ბარბაქაძეს ესაუბრა:

„ლენდ-ლიზი არის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირეებს ამარაგებს სხვადასხვა საჭირო ნივთით, მაგალითად, დიდი რაოდენობით შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, სამედიცინო საშუალებებით, სურსათითა და სტრატეგიული ნედლეულით, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს გადამწყვეტი როლი შეასრულა მოკავშირეების გამარჯვებაში.

ამ ომში გამარჯვებული არის უკრაინა, ყველა ვხედავთ, მას მაქსიმალურად ეხმარებიან მათ შორის ამერიკაც, ამიტომ მდგომარეობის შეფასებით შემიძლია, ვთქვა, რომ უკრაინას ყველაფერს აძლევენ, რაც სჭირდებათ და აუცილებელია ომის დროს. სწორედ ამიტომ ამ ომს უკრაინა მოიგებს და ამ დროს რუსეთის მდგომარეობა ნამდვილად არ იქნება სახარბიელო. 

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან აპრილის ბოლომდე, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 3 მილიარდზე მეტი დოლარის ღირებულების დახმარება უკვე გაუწია. ვაშინგტონმა და დასავლელმა მოკავშირეებმა რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო ხასიათის სანქციები აამოქმედეს.

ლენდ-ლიზის აქტის დამტკიცებამდე, პრეზიდენტმა ბაიდენმა, უკრაინის დასახმარებლად კონგრესს 33 მილიარდი დოლარის გამოყოფა მოსთხოვა.

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი