„გაგლოევი დღედღეზე ანექსიას მოაწყობს, მომენტს ელოდებიან!“- ექსკლუზიური ინტერვიუ პაატა დავითაიასთან ცხინვალის ახალ „პრეზიდენტზე“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე 

.სამხრეთ ოსეთში დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტურში ალან გაგლოევმა მოქმედი .. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა. 41 წლის ალან გაგლოევი 2020 წელს ოპოზიციური პარტიანიხასისლიდერი გახდა. 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გაგლოევის გამარჯვება ბიბილოვის მმართველობით საზოგადოების უკმაყოფილების და საპროტესტო ხმის მიცემის შედეგია. თუმცა, ბიბილოვის მიერ გამოცხადებული რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების თაობაზე მაინც შეიძლება, ჩატარდეს.

8 მაისს, წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბიბილოვმა მარცხი აღიარა, გაგლოევს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. საინტერესოა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის საკითხიც, რომელიც პრეზიდენტმა ბიბილოვმა დააანონსა. დოკუმენტები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე შეტანილია. გაგლოევის გამარჯვების აღიარების შემდეგ, ბიბილოვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი მაინც ჩატარდება.

მანამდე გაგლოევმა სატელევიზიო დებატების დროს ოფიციალურად განაცხადა, რომ იმავე საკითხზე პლებისციტს გამართავს - ნათქვამია „ჯემნიუსის“ მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში. ცხინვალის დეფაქტო არჩევნების საკითხზე „ვერსია“ ევროპელი დემოკრატების ლიდერს, პაატა დავითაიას ესაუბრა:

_ ბაატონო პაატა, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ბიბილოვის მარცხი .. არჩევნებში?

_ დავიწყოთ იმით, რომ ეს არალეგიტიმური არჩევნებია და მხოლოდ 10 000 კაცი იყო არჩევნებზე, ამიტომ ლაპარაკი „პრეზიდენტობაზე“ სასაცილოა. ერთი კრიმინალური დაჯგუფება ჩაანაცვლა მეორემ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ სიტუაციაში ისაა, რომ ბიბილოვის დამარცხება განაპირობა ახალგორის მოსახლეობამ ანუ ქართულმა ხმებმა. გაგლოევის პოზიცია იყო (რაც ჩვენთვის სახიფათოა), რომ უნდა გაიხსნას დამაკავშირებელი გზა, ეს ჩვენ წინააღმდეგ სტრატეგიული გზა იქნება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთოს დასკვნა - წარმოიდგინეთ, ქართულმა ხმებმა გადაწყვიტა „საპრეზიდენტო არჩევნების“ ბედი, მართალია, პუტინის მეორე კანდიდატმა გაიმარჯვა, მაგრამ პუტინის პირველმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა იმიტომ, რომ ქართული ხმები იყო ჩარეული. იგივე ხდება აფხაზეთშიც, როდესაც გალის მოსახლეობას ძალით აღებინებენ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას, სწორედ გალის მოსახლეობა წყვეტს დიდწილად, თუ ვინ იმარჯვებს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს დასკვნა, როგორ შეიძლება ზეგავლენა იყოს წარმოებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერ „არჩევნებზე“. ეგებ, ჩვენ ჩვენი „ბანდიტი“ მოვიყვანოთ ხელისუფლებაში, რომელიც მერე ხელს მოგვიწერს რაღაცებზე. იქ ყველა „ბანდიტია“, ნორმალური არ მოვა, მაგრამ ჩვენი „ბანდიტი“ შეიძლება, მოვიყვანოთ... ვხუმრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ რეალობა ესაა და ამ ყველაფერს სჭირდება სტრატეგია. გაგლოევმა გამარჯვებისთანავე განაცხადა, რეფერენდუმი მაინც ჩატარდებაო და ახლა მთავარი ისაა, რაც არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ - სასწრაფოდ სჭირდება ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება. ამ პირებზე უნდა გაიცეს სანქციები, რადგან რეფერენდუმის საკითხი არის მომზადება ანექსიისთვის. დააკვირდით გაგლოევის ქმედებას - არჩევნებამდე ამბობდა, რეფერენდუმი რად გვინდა, ერთხელ ხომ ჩავატარეთო, მაგრამ უცებ „პრეზიდენტი“ რომ გახდა, ეტყობა, რუსებმა ზეწოლა განახორციელეს და ახლა ამბობს, კი, რეფერენდუმი უნდა ჩავატაროთო - ეს ყველაფრის ნათელი მაგალითია.

_ ბატონო პაატა, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ცხინვალისარჩევნებში.. ოპოზიციურმა ლიდერმა გაიმარჯვა, შესაძლოა, საქართველოში ამან იმედი გააჩინა, რომ ვითარება ჩვენთვის სასიკეთოდ შეიცვლება, თუმცა როგორც თქვენი საუბრით ვხვდები, ასე სულაც არაა...

_  ვინც ასე ფიქრობს, სიტუაციას საერთოდ არ იცნობს.

_ .. გაგლოევიც, ბიბილოვის მსგავსად, „რუსეთის კაცია, არა?

_ ნახეთ გაგლოევის ბიოგრაფია. ის იყო „კაგებეს“ თანამშრომელი ცხინვალში...

_ თავად ბიბილოვმა მიულოცა მას გამარჯვება და არც კი გაუპროტესტებია დამარცხება. როგორც ჩანს, მიხვდა, რომ რუსეთმა ფსონი ამჯერად გაგლოევზე დადო...

_ რუსები როგორ თამაშობენ, იცით? - ერთიც მაგათია და მეორეც, სხვა არავინ მონაწილეობს „არჩევნებში“. საინტერესო ისაა, რომ ქართული ხმებით წყდება ყველაფერი ეს და აქედან უნდა გავაკეთოთ დასკვნა.

_ „ჯემნიუსისმიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია მოსაზრება, რომ ბიბილოვის მარცხი ძირითადად ფინანსურმა საკითხმა გამოიწვია, რაც შეეხება კონტრაბანდულ სიგარეტს, ასევექართველებისთვის ტერიტორიების დათმობამ, იგულისხმება წნელისთან საგუშაგოს გახსნა...

_ არა, უბრალოდ, კრიმინალურ ფულზე მიდის ბრძოლა, ვინ გაიყოფს „ატკატებს“. მარტივ მაგალითს გეტყვით, დეფაქტო არჩევნების ღამეს ე.წ. პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, გაგლოევი აპირებს, ცხინვალი მიუერთოს საქართველოს და ის საქართველოს სპეცსამსახურებით იმართებაო, მაგრამ ზუსტად 2 საათის მერე ეს ინფორმაცია გაქრა, მოხსნა ბიბილოვმა.

_ ალბათ, არიმუშავაამ მეთოდმა...

_ დიახ, ასეთი გადაბრალებები იციან, თორემ რა ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, ხომ ხვდებით, რომ მარაზმია ეს ყველაფერი? გაგლოევის მართვა კი არა, სანქცია ვერ გასცეს და დღედღეზე ანექსიას მოაწყობს გაგლოევი.

_ ბატონო პაატა, .. რეფერენდუმის ჩატარებას ადრეც გეგმავდა ბიბილოვი, თუმცა არ განხორციელდა . ახლა რომ ჩატარდეს, ამით რა შეიცვლება?

_ აქ პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ ანექსია და ელოდებიან მომენტს. აქედან გამომდინარე, სამართლებრივ დოკუმენტებს ამზადებენ. ამიტომ ვსაუბრობ ამაზე, რადგან 30 წლის წინ ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, აფხაზეთში არ დაბრუნდებიო, გამეცინებოდა. დღეს კი არავინ ლაპარაკობს ეთნიკურ წმენდაზე, რაც აფხაზეთში მოხდა. გამოდის, რომ რუსეთმა თუ მიიერთა ეს ტერიტორიები, 30 წლის შემდეგ რა იქნება, არ ვიცი. ამიტომ ინტერპოლის მიერ ძებნილი უნდა იყოს გაგლოევი და ყველა ის, ვინც ანექსიას მოაწერს ხელს და ამისთვის თუნდაც წლების მერეც დადგება პასუხისმგებლობის საკითხი. თორემ 30 წლის შემდეგ იტყვიან, თქვენ, ქართველებს, არავისზე სანქცია გაგიციათ, არანაირი ეთნიკური წმენდა არ იყოო და დამთავრდება ყველაფერი.

_ ყველაზე ცუდი სცენარი რომ წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, ჩაატარეს ესრეფერენდუმიდა გადაწყვიტეს ანექსია, ასეთ შემთხვევაში ცხინვალის ადგილობრივი .. ხელისუფლება გაუქმდება და მიუერთდება რუსეთს?

_ როგორც სევასტოპოლია, ისე იქნება... რუსეთი რას გააკეთებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რეფერენდუმის ჩატარება ნიშნავს ანექსიისთვის მზადებას და მხოლოდ ხელმოწერაღა დარჩება.

_ პუტინის მიერ ხელმოწერა, არა?

_ დიახ, პუტინის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ მიერ. ამიტომ ვამბობ, რომ პუტინი უნდა იჯდეს ინტერპოლით ძებნილთა მაგიდაზე, ამას კი სჭირდება ფურცელი და პასტა...

_ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ რა თქმა უნდა, გმობს ყველანაირ დეფაქტო არევნბს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგრც მივხვდი, ასეთი განცხადებები საკმარისად არ მიგაჩნიათ, ასეა?

_ არა, რა თქმა უნდა, ამაზე უფრო ძლიერ განცხადებას მე და თქვენც გავაკეთებთ და რა, მერე?...

_ ახლა, როცა უკრაინაში ომი მძვინვარებს, რამდენად სცალია დასავლეთს ჩვენთვის? შესაძლოა, უხეში ფორმით ვსვამ კითხვას, მაგრამ ფორმულირებას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარი კითხვის არსია...

_ ძალიან სწორად სვამთ კითხვას! მე არ ვიცი, სცალია თუ არა და არც მაინტერესებს. ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზეა საუბარი და უნდა მოიცალოს! მაგრამ მე თუ ხმა არ ამოვიღე, ამისთვის არავინ მოიცლის, უკრაინა ამის მაგალითია.

_ სხვათაშორის, არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს, მაგრამ ანექსიის საკითხი გადაიწევს იქამდე, სანამ უკრაინა-რუსეთის ომი არ დამთავრდება და ეს პერიოდიც გამოსაყენებელია, როგორც ჩანს...

_ რა თქმა უნდა, რეფერენდუმი არის მზადება და დარჩება მხოლოდ პუტინის და პირობითად, გაგლოევის ხელმოწერა. შეიძლება, ერთ დილითაც გავიღვიძოთ და ეს ხელმოწერა დაგვხვდეს.

_ მოკლედ, მიიჩნევთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველანაირი დიპლომატიური ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რომ დასავლეთთან საკითხის სიმწვავე ადეკვატურად წარმოაჩინოს, ხომ?

_ დიახ და სამართლებრივი ბერკეტიც, ეს არის ამოსავალი წერტილი. სხვა ბერკეტი არ გვაქვს. ნახეთ, რა ხდება სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებაზე უკრაინაში, ეს ჩვენც შეგვიძლია, გავაკეთოთ. მითუმეტეს, რომ ჰააგის სასამართლომ სანქციები მინძაევზე და სხვებზე უკვე გასცა. მინძაევზე ჩემ მიერ მიწოდებული ჩანაწერი რომ არ ყოფილიყო, არც ეს სანქცია გაიცემოდა.

_ საინტერესოა საკითხიც, როგორც ამბობდით, სხვა პირებზეც იყო მოსალოდნელი ჰააგის სასამართლოს მიერ სანციების გაცემა. რა სიახლეა ამ საქმეში?

_ ჯერ უნდა დააკავონ ეს პირები, მათ ჩვენებები მისცენ და ა.შ, მოკლედ პროცესი გრძელდება და ამიტომ ჩვენ მხარესაა ყველაფერი და უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი. თუ მინძაევზე ჰააგის სასამართლომ გასცა სანქცია, საქართველოს პროკურატურამ რატომ არ უნდა გასცეს?

_ როგორც ყველა ხვდება, საქართველოს ხელისუფლება ძალიან ფრთხილ პოლიტიკას ირჩევს მოცემულ ვითარებაში...

_ ძალიან ფრთხილ პოლიტიკას აზრი იმ შემთხვევაში აქვს, თუ ემზადები, ხოლო თუ არ ემზადები, დაგემართება ის, რაც იანუკოვიჩს დაემართა.

_ ბატონო პაატა, მნიშვნელოვანია ვიარებაც აფხაზეთში...

_ დღეს ცხინვალს მიიერთებდნენ უპრობლემოდ, აფხაზები რომ იყვნენ მზად ამისთვის. აფხაზები დიდ წინააღმდეგობას უწევენ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან იქ ე.წ. საპრეზიდენტოდ ამზადებენ ინალ არძინბას. 2 წელი რჩება 35 წლამდე, რომ გახდეს დეფაქტო პრეზიდენტი. იმედს ვიტოვებ, რომ აფხაზები ივარგებენ 2 წლის შემდეგაც და მაგას არ მოუშვებენ.

_ ინალ არძინბა, რომ გახდესპრეზიდენტი“, ანექსიას ხელს მოაწერს?

_ დიახ, მაშინვე. 

_ როგორც ჩანს, აფხაზეთშიც და ცხინვალშიც იმაზე რთულია ვითარება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს...

_ ძალიან... ჩვენ კი გვძინავს! ჩვენი განცხადებები სუფრაზე ნათქვამ სადღეგრძელოებს ჰგავს, არადა მსოფლიო შეიცვალა... მოლდოვას თუ შეუტიეს, ხომ ხვდებით, რა შეიძლება, მოჰყვეს ამას? ჩვენი ბედი დღეს ოდესაში წყდება.

გუშინ აფხაზეთში სეპარატისტების ე.წ. მთავრობის სხდომა ჩაატარეს და გადაწყვიტეს, რომ ოჩამჩირის სამხედრო პორტი მისცენ რუსებს, რომ რუსული საზღვაო სამხედრო ბაზა შეიქმნას . ხვდებით, რაზეა საუბარი?! ანაკლიის გვერდით! პირველად თქვენ გეუბნებით ამას.ოჩამჩირეში იყო ძველი საბჭოთა კავშირის სამხედრო ბაზა, რომელსაც აფხაზები აკონტროლებდნენ. სამი წლის წინ გაწმინდეს ტერიტორია და ვამმბობდი, რომ რაღაცისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია ამას. გუშინ კი გადაწყვიტეს, რომ ამ სამხედრო პორტს რუსეთს გადასცემენ, საიდანაც მოთხოვნაა, რომ რუსული სამხედრო ძალები განლაგდნენ ოჩამჩირეში.

_ ეს შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს საქართველოს, თუ რუსეთს გათვლა უკრაინაზე აქვს ახლა?

_ უკრაინაზეც და საქართველოზეც, რომელი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე იქნება საუბარი, როდესაც სამხედრო ესკადრილია და ფლოტის ნაწილი დადგება ანაკლიიდან 50 კილომეტრში, რომელი გემი შემოვა აქ?!...