არველაძეს ინგლისში არველაძე მიჰყაავს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადრეც ვწერდით, რომ ინგლისური ჩემპიონშიპის (რანგით მეორე ლიგა)  კლუბის, „ჰალ სიტის“ ახალი მფლობელი შესაძლოა თურქი ბიზნესმენი აჯუნ ილიჯალი გახდეს და ასეთ შემთხვევაში, მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძეს დანიშნავს თქო. თურქმე კლუბი უკვე შეიძინა და ახლა მთელი ინგლისი იმის შესახებ წერს, რომ დღე-დღეზე მთავარ მწვრთნელად სწორედ არველაძე მოევლინებათ. უფრო მეტიც, ინგლისური და თურქული მედია ერთ ხმაში ამტკიცებს, შოთამ პირველი ტრანსფერი უკვე დაგეგმა და თურქეთიდან ნისლიან ალბიონზე თავის ძმის შვილი, ვატო არველაძე მიჰყავსო.

უმცროსი არველაძე თურქულ „ქარაგიუმრუქში“ ასპარეზობს და მის სანაცვლოდ „ჰალი“ 1 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. ეს ყველაფერი როგორც ერთი, ისე მეორე არველაძესთვის კარგი იქნება და თუ ილიჯალი კლუბში ინვესტიციების ჩადებას არ დაიზარებს, ვინ იცის, 2-3 წლის შემდეგ, „ჰალი“ შესაძლოა პრემიერლიგას დაუბრუნდეს და ტოპ-5-ის ლიგებიდან ერთ-ერთში პირველი ქართველი მთავარი მწვრთნელიც ვიხილოთ.