საქართველოს პირველი ოქრო ოლიპიადაზე! - ძიუდოს ტურნირში ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პირველი ოქრო ოლიპიადაზე! - ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირში ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა. მან 90 წონით კატეგორიაში ისპარეზა და გერმანელი მეტოქე დაამარცხა.

ლაშა ბექაური (დ. 26 ივლისი, 2000 წელი, არხილოსკალო, საქართველო) — ქართველი ძიუდოისტი. საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობს საქართველოს სახელით. მის ბოლო გამარჯვებებს შორის არის 2021 წლის ევროპის ჩემპიონის ტიტული. ასევე, პირველი ადგილი 2019 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში და ასევე პირველი ადგილი 2019 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ლაშა ბექაური ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული 2018 წელსაც გახდა, ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში.