ბრიტანეთის კინო-ინსტიტუტმა (BFI) ბლიაძის „ჩემი ოთახი“ წლის 50 საუკეთესო ფილმში დაასახელა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართველი რეჟისორის, სოსო ბლიაძის სრულმეტრაჟიანი ფილმი „ჩემი ოთახი“ ბრიტანეთის კინოინსტიტუტმა (BFI) წლის საუკეთესო 50 ფილმში დაასახელა.

 

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, 10 დეკემბერს ბლიაძის ეს სურათი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა და წლის საუკეთესო სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმად დასახელდა. რეჟისორისთვის ეს ზედიზედ მეორე გამარჯვება იყო ამ ფესტივალზე.

 

საუკეთესო ფილმების ჩამონათვალი, რომელიც BFI-იმ გამოაქვეყნა, 90-ზე მეტმა ბრიტანელმა და საერთაშორისო კინოკრიტიკოსმა ხმის მიცემით გამოავლინა.

 

ფილმის სიუჟეტი ორი გოგოს საინტერესო და ამავდროულად, ძალიან სევდიანი ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც კოვიდპანდემიის ფონზე ვითარდება.

 

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი წარმატებული ქართული ქვეარ ფილმია. თანაც, ის სწორედ პანდემიის პერიოდში, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე გადაიღეს.

 

თინას ოჯახიდან გაქცევა და სრულიად ახალი ცხოვრების დაწყება უწევს გოგოსთან ერთად, რომელსაც ბინის ქირას უყოფს.

წყარო:https://at.ge/