თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ, პოლიტიკოსის შვილი, კახა მეჭიაური სოციალურ ქსელში წერს.

მას რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. ის მკურნალობის კურსს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.

თამაზ მეჭიაური 1954 წლის პირველ დეკემბერს სოფელ ჟებოტაში დაიბადა. დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი.

2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა.

გაზეთი "ვერსია" და საინფორმაციო სააგენტო "ჰოტ ნიუსი" თანაგრძნობას უცხადებს თამაზ მეჭიაურის ოჯახს!