არის თუ არა თქვენი შვილი ძალადობის მსხვერპლი ? - ინტერვიუ ფსიქოლოგთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ემოციური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, დაშინება, მუქარა - ეს ის დანაშაულებია, რომლებსაც შესაძლოა მოზარდები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან და მარტოებს უწევთ ამ შიშებთან გამკლავება. სამწუხაროდ, გახშირდა შემთხვევები, ბაღში ძალადობის, სკოლაში ბულინგის, ბავშვების უმრავლესობამ არ იცის როგორ დაიცვას თავი და ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებთანაც არ საუბრობენ მათ პრობლემებზე.

„ვერსიამ“ გადაწყვიტა ჩაეწერა ფსიქოლოგი, და გაერკვია, როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ძალადობისგან. გთავაზობთ ინტერვიუს, ფსიქოლოგ ნატო მგალობლიშვილთან:

_ძალადობა ბაღში ან სკოლაში, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მცირეწლოვანი შვილი ძალადობისგან და რა უნდა იცოდეს მან, რომ არ იქცეს ძალადობის მსხვერპლად?

_ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ბავშვმა უნდა იცოდეს, არის ის რომ მშობელი მის გვერდითაა ნებისმიერ სიტუაციაში.  მნიშვნელოვანია ასაკის შესაბამისად ბავშვისთვის ინფორმაციის მიწოდება.  ხშირად პატარებს უჭირთ განცდებისთვის სახელი დარქმევა და გადმოცემა, ამიტომ მშობელი ასევე ძალიან ყურადღებით უნდა იყოს ბავშვის ემოციების და ქცევების მიმართ.  დაინტერესდეს თუნდაც უმნიშვნელო ფიზიკური დაზიანებების მიმართაც .

_როგორ უნდა მოიპოვოს მშობლემა შვილის ნდობა, რათა არ ჩაიკეტოს და გაიხსნას ბავშვი დიალოგისას?

- მნიშვნელოვანია რომ ბავშვმა იგრძნოს გულწრფელი დაინტერესება მშობლისგან;

- მშობელმა დასვას ღია კითხვები;

- უმნიშვნელოვანესია ასევე სწორად მოსმენა, ყოველგვარი კრიტიკის, შეფასებისა და განსჯის გარეშე.

_თუ კი გაჩნდა ეჭვი, რომ მოზარდი ძალადობის მსხვერპლია, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

- სიტუაციაში ეჭვის შეტანა პირველი ნაბიჯია პრობლემის მოსაგვარებლად; 

- საჭიროა ვაგრძნობინოთ შვილს რომ ჩვენთან ყველაფერზე შეუძლია საუბარი;

- საჭიროების შესაბამისად მნიშვნელოვანია პროფესიონალის ჩართვა საქმეში.

_როგორ უნდა დავიცვათ ინტერნეტ ბულინგისგან ბავშვი და რა ზომები უნდა გაატაროს მშობლებმა ამისთვის?

- ასაკის შესაბამისად დაცვა სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს; მნიშვნელოვანია ასევე მშობელი დაინტერესებული იყოს რა დროს და როგორ ატარებს ბავშვი ინტერნეტში. ვინ არიან მისი მეგობრები, რა ინტერესები აქვთ.  მთავარი ნდობაა შვილ-მშობელს შორის და როცა ეს ხარისხიანია, მაშინ პრობლემა დასაწყისშივე აღმოჩენილია და შესაბამისად მოსაგვარებლადაც მარტივია.

_როგორ უნდა იურთიერთოს მშობლემა, ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან?

- ბავშვისთვის მშობელი ავტორიტეტია. მშობლის პანიკამ შეიძლება ბავშვს დაუცველობის და უსუსურობის განცდა უფრო გაუმწვავოს და უარესად დასტრესოს. მეორე მხრივ, მშობლისთვისაც არაა მარტივი სიმშვიდის შენარჩუნება ასეთ სიტუაციაში. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის ჩართვა საქმეში და სიტუაციის შესაბამისად კონსულტაციების გავლა.

 

ავტორი-სალომე ნოზაძე