თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს - რა მოტივით დაესხა თავს დაკავებული ტაძრის წინამძღვარს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტაძარში წირვის ჩასატარებლად მისულ მამა ცოტნე თვარაძეს უცნობი მამაკაცი თავს უკნიდან დაესხა. სამი ჭრილობა ზურგის, ხოლო ერთი, ხელის არეში მიაყენა და მიიმალა. დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა კი თან წაიღო.

მღვდელმსახურის დაჭრის მომენტში ეკლესიაში მხოლოდ მედავითნე იმყოფებოდა. ხმაურის გაგების შემდეგ ეზოში გამოსულს დამნაშავე გაქცეული, მამა ცოტნე კი, უმძიმესი ჭრილობებით დახვდა.  იგი კავკასიის მედიცინის ცენტრში შეიყვანეს და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
მოტივი ამ დრომდე უცნობია. მრევლი პირადი კონფლიქტის არსებობას გამორიცხავს.

სავარაუდო თავდამსხმელი დაკავებულია. მამაკაცი ამჟამად პოლიციაში იკითხება. 50 წლამდე პირს ეკლესიაში იცნობენ, ის ტაძართან მდებარე საწყობის დარაჯად მუშაობდა და ეკლესიაშიც ხშირად დადიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს.