ექსკლუზივი: თბილისის ზოომაღაზიებში მარიხუანას ჰიბრიდული თესლი იყიდება?!

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

რას ჰყვება თუთიყუშების „პლანაქეში“ პატრონი

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 ასაკის მიუხედავად, ზღაპარი „კონკია“ ყველას წაკითხული თუ არა, მულტიპლიკაციურ ან მხატვრულ ფილმად მაინც უნდა ჰქონდეს ნანახი. შესაბამისად, ისიც გემახსოვრებათ, როგორ სჯის ავი დედინაცვალი კონკიას, როცა ერთმანეთში ქერისა და ხორბლის მარცვლებს ურევს. ჰოდა, კონკიასა და ავი დედინაცვლის თანამედროვე ვერსიას ახლა გიამბობთ.

 მოგეხსენებათ, ხელისუფლებამ მარიხუანას ლეგალიზაცია დაუშვა და შინაურ პირობებში, 1-2 ძირის მოყვანაც არ არის პრობლემა. სპეციალურ მაღაზიებში, მარიხუანას ჰიბრიდული თესლიც იყიდება, რომელიც ორ თვეში იძლევა „მოსავალს“, მაგრამ ამას მომხმარებლისთვის ერთი მინუსი აქვს - თესლის ერთი მარცვალი 60-დან 80 ლარამდე ღირს ანუ საკმაოდ ძვირია.

„სახლში ორი თუთიყუში მყავს და შესაბამისად, მათთვის საკვებს მუდმივად ვყიდულობ. არის სუფთა საკვები და არის შერეული, რომელიც შედარებით იაფია. წინა დღეს, საკმარისი ფული არ მქონდა და ორი კილო შერეული საკვები ვიყიდე, რაღაც ტომრიდან ჩამომიყარეს. მოვედი სახლში, ჩავუყარე მარცვალი თუთიყუშებს და სხვადასხვა თესლში, ერთი ცალი მეცნო. ავიღე, დავათვალიერე და გაოცებისგან პირი დავაღე - მარიხუანას ჰიბრიდი! რომ დავრწმუნებულიყავი, დავთესე, როგორც კი ფოთოლი გამოიტანა და მივხვდი, რომ მართლაც მარიხუანა იყო, იმავე მაღაზიაში გავიქეცი“, - გვიყვება თრიაქის მოყვარული, ერთ-ერთი პიროვნება.

ამის შემდეგ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც კონკიას ზღაპარშია - ჩვენმა გმირმა, მეგობრებთან ერთად, ორი ტომარა თუთიყუშის საკვები იყიდა, შემდეგ კი მეგობრები დასხდნენ და ორივე ტომარა სულ მარცვალ-მარცვალ გაარჩიეს - მარიხუანას ჰიბრიდული თესლის მოპოვების იმედად.

საბოლოოდ, ორი ტომრიდან 9 მარცვალი ამოიღეს, რის გამოც, უზომოდ ბედნიერები არიან. ერთი ეგაა, ჯერ არ გაუსინჯავთ, რა სიძლიერისაა ნაპოვნი მარცვლეულის ნაყოფი, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ კარგი იქნება.

ჰოდა, თუ ეს გამართლდა, თუთიყუშების საკვები დიდი ოდენობით გაიყიდება. ისე,  ოთხი კაცი ორი ტომრის გადარჩევას 5 დღე მოუნდა, რადგან ეს ზღაპარი არ იყო და ჩიტები ვერ დაეხმარნენ.