როგორ შემოდის საქართველოში და რატომ იწვევს სიკვდილს „ფენტანილი“

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

ყველაფერი მკვლელ ნარკოტიკზე

 

ბათო ჯაფარიძე

 

2018 წლის აპრილის მიწურულსა და მაისის დასაწყისში, ათდღიანი ინტერვალით, ოთხიახალგაზრდა დაიღუპა. გარდაცვალებებს საერთო ის ჰქონდათ, რომ ოთხივე ღამის კლუბიდან დაბრუნდა და გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი ღამის კლუბში მიღებული ნარკოტიკების ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალენ. მაშინ ითქვა, რომ გარდაცვალების მიზეზი „მეფედრონი“ იყო, სინთეიკური ნარკოტიკი, რომელიც ბაზარზე, ერთი შეხედვით, ახალი ხილი გახლდათ და მომხმარებლები დოზებს ვერ ანგარიშობდნენ.იმის მიუხედავად, რომ მაშინ არაერთი აქცია გაიმართა, საქმეში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციჩაერთო, მაგრამ ხმამაღლა ვერავინ თქვა, კონკრეტულად რომელ ნარკოტიკს ემსხვერპლა ოთხი ახალგაზრდი სიცოცხლე. კულუარებში ჩუმად და შიშით თქვეს - „ფენტანილი“. რეალურად, სახელი ბევრს ჰქონდა გაგონილი, მაგრამ რა იყო ფენტანილი, წარმოდგენა ძნელი გახლდათ, რადგან მასზე ლეგენდები დადიოდა და გამოცდილი ნარკომანებიც კი ამ პრეპარატზე ჩურჩულით საუბრობდნენ.

 

დავიწყოთ იმით, რომ „ფენტანილი“ სინთეიკური ნარკოტიკი და ჰეროინზე ჯერ (!!!) უფრო ძლიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მისი მოხმარება არ იცი, უბრალოდ, მოგკლავს. 2018 წლიდან, მიმდინარე წლის აგვისტოს ჩათვლით, ნარკოტესტზე შემოწმებულ ათეულობით ათასი ადამიანიდან, „ფენტანილი“ ორგანიზმში ერთეულეს აღმოაჩნდათ, ისიც მცირე დოზით ანუ ეს ნარკოტიკი რაღაცაში იყო შერეული ეფექტის გასაძლიერებლად. ბოლო ორ კვირაში ჩატარებული კვლევებიდან კი... „ფენტანილი“აღმოჩნდა უკლებლივ ყველა ტესტში, ვისაც კი ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის შემდეგ, ასეთი ოდენობის „ფენტანილი“ საქართველოში პირველად გამოჩნდა და გამოდის, ნარკორეალიზატორებმა ახალი „კანალი“ გაჭრეს.

მეტიც, ჩვენი ინფორმაციით (ეს ინფორმაცია არაოფიციალურად დაგვიდასტურეს), „ფენტანილის“ მიღების გამო, უკვე რამდენიმე ახალგაზრდა გარდაიცვალა და სამართალდამცავები თითოეულ შემთხვევას ცალ-ცალკე იკვლევენ.

და მაინც, რა არის „ფენტანილი“, პრეპარატი, რომელიც ასეთი საშიშია?!

ფენტანილი ძალიან ძლიერი სინთეიკური ოპიოიდური ანალგეტიკია, რომელიც თავისმოქმედებით, თითქოს, მორფინს ჰგავს, მაგრამ მასზე 100-ჯერ უფრო ძლიერია. ასე განსაჯეთ, „ფენტანილი“ დაშვებულია სამედიცინო პრაქტიკაში იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ქრონიკული ტკივილები აქვთ და სხვა პრეპარატი (იგივე,მორფი) ტკივილს ვერ უყუჩებს. პრეპარატი იმდენად ძლიერია, რომ ექიმის მიერ, „ფენტანილი“ ინიშნება მცირე ინექციის, ან კანზე დასაკრავი პლასტირის სახით. ზედოზირება ექიმის მიერ დანიშნული ინექციის შემთხვევაში გამორიხულია, რადგანმზადების პერიოდში, ის მუშავდება ლაბორატორიულად და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და წონის შესაბამისად კეთდება.

ღამის კლუბსა თუ, უბრალოდ, ბირჟაზეამას რომ არავინ გააკეთებს, ადვილი მისახვედრია.

არაფარმაცევტული ფენტანილი ფხვნილის სახით,ჰეროინთან ან სხვა ნივთიერებებთან შერეული იყიდება (მაგალიად, შაქართან - თუ შესაყნოსია და მარილთან - თუ გასაკეთებელი). იყიდება აბების სახითაც, მაგრამ... ოპიოიდის რეცეპტორები ტვინის იმ ადგილებშია, რომლებიც სუნთქვის სიხშირის რეგულირებაზე არიან პასუხისმგებელი. ოპიოიდის დიდი დოზით მიღებამ, შესაძლოა, სუნთქვის გაჩერება და უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს, რაც „ფენტანილის“ შემთხვევაში, პრაქტიკულად,გარანტირებულია, რადგან ეს პრეპარატი ერთ-ერთი დიდი ოპიოიდია. ხშირად, ნარკორეალიზატორებიმომხმარებელს არც ეუბნებიან, რომაყიდული ფხვნილი „ფენტანილს“ შეიცავს და სიფრთხილეა საჭირო.

არა მარტო მომხმარებლები, არამედ, ის არასამთავრობოები, რომლებიც ნარკოტიკების პრობლემაზე მუშაობენ, არ მალავენ, რომ ბაზარზე, „ფენტანილის“ამ დოზით გამოჩენა ძალიან სახიფათოა და არსებობს უდიდესი შესაძლებლობა, უკვე მიმდინარე თვეში, ფატალური შემთხვევების ოდნობამ რამდენიმე ათეულს გადააჭარბოს. ყველა თანხმდება, რომ „ფენტანილი“ უცხოეთიდან შემოდის და აბების სახით იყიდება. მას ნარკოდილერები ყიდულობენ და მსუბუქ ნარკოტიკში ურევენ, შემდეგ კი, როგორც „ჰეროინზეკარგნარკოტიკად ყიდიან. საინტერესოა, რომ ამ ნარკოტიკის მიღების შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი ძილიანობაა და დაძნების შემთხვევაშ, 100-დან 99 შემთხვევა ფატალურად სრულდება.

ჩვენი ინფორმაციით, კონკრეტულად ამ მიმართულებით, შს სამინისტროშ, ფარტომასშტაბიანი ძიება მიმდინარეობს და ეჭვი გვაქვს, შორს არაა ის დრო, როცა ძალოვნები სპეცოპერაციას რამდენიმე რეგიონსა და ქალაქში ერთად ჩაატარებენ. ჰო, სწორედ რამდენიმე, რადგან „ფენტანილი“ არა მარტო თბილისშია ხელმისაწვდომი.

სამწუხაროდ, ნარკოტიკებისადმი ლოიალურმა დამოკიდებულებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მარიხუანას მოხმარება უკვე აღარვის უკვირს.

შესაძლოა, მთელმა კორპუსმა კი არა, უბანმაც კი იცოდეს, როგორ და სად ეწევიან რიხუანას ბიჭები და რაც მთავარია, ყველაფერი ეს, ძალიან დიდი ალბათობით, იციან სამართალდამცავებმაც, მაგრამ აუტკივარ თავს არ იტკიებენ, ისედაც ბევრი საქმე აქვთ და ზუსტად უწყიან, დაკავების შემთხვევაში, ბიჭები ჯარიმით მარტივად გადარჩებიან. სწორედ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, შეეჩვია ხალხი იმას, რომ ნარკოტიკების მოხმარება (მარიხუანა ნარკოტიკია) ჩვეულებრივი ამბავი გახდა, რაც არც დასაძრახია და აღარც კრიმინალთან იგივდება.

შევეჩვიეთ „წამალში გაპარული“ ახალგაზრდების დამარხვასაც, გასვენებაში თავის ქნევასაც და იმის ძახილსაც - „არ შეეშვა და დაიღუპა თავი“.

რეალურად, სახელმწიფოს ერთ-ერთი დიდი პრობლემა წამალდამოკიდებულა და, ზოგადად, ნარკოტიკების მომხმარებელთა სიმრავლეა. რამდენიც უნდა დასვან მეტადონის პროგრამაზე, ეს საქმეს ვერ შველის და მეტადონით არავინ იკურნება. ყოველ შემთხვევაში, ზოგი 5-7 წელი იღებს მეტადონს და ეს არ ნიშნავს, რომ იკურნება. არ არის ისეთი გამართული სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ასობით, ათასობით ნარკოდამოკიდებულს მიიღებს და უმკურნალებს. რაც მთავარია, ეს მკურნალობა უზარმაზარ თანხებთანაა დაკავშირებული და ამ ეტაპზე, სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს თავზე არ და ვერ აიღებს. სავარაუდოდ, გამოსავალი ისევ კანონის გამკაცრებაა, ხომ ვნახეთ, რომ ექსპერიმენტმა,სახელად - „მარიხუანას მოწევა პრობლემა არაა“ - არ გაამართლა და სწორედ ამ კანონის მიღების შემდეგ გაიზარდა ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი.

ისიც კარგად გვახსოვს, პარლამენტის არაერთი წვრი რომ ამბობდა, მივიღებთ ნარკოლიბერალიზაციის კანონს და თუ რ გაამართლებს, ისევ გავამკაცრებთ, ჩვენს ხელში არ არისო?!

ჰოდა, ბატონებო, თქვენს ხელში თუ არის, გადახედეთ სტატისტიკას, რაც მთავარია, გადახედეთ ფატალურ შემთხვევებს და გადახედეთ იმ წვრილი თუ მსხვილი დანაშაულის ოდენობის ზრდას, რომელიც ნარკოტიკის შესაძე ფულის არქონის გამო იქნა ჩადენილი.

თუ გახსოვთ, „კრაკადილი“ რომ შემოვიდა, რამდენი ადამიანი შეეწირა ამ მკვლელ ნარკოტიკს? „კრაკადილის“ დამზადება (ისევე, როგორც „ვინტის“)ახლაც შეიძლებ, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ნარკომანებმა კარგად იციან, ერთიც და მეორეც, საიქიოში ცალი ფეხის გადადგმის ტოლფასია და ამიტომ, მათ მიღებას ერიდებიან. ზუსტად ასე იქნებოდ „ფენტანილის“ შემთხვევაშიც, რადგანგანსაკუთრებით გამოცდილმა მომხმარებლებმაზუსტად იციან, აღნიშული პრეარატი რაც არის და ამიტომ, მისი მიღებისგან თავს იკავებენ. თუმცა,მთელი უბედურება ის არის, რომ დაფხვნილ მდგომარეობაში და სხვა ნაკლებად მსუბუქ ნარკოტიკთან შერევის შემთხვევაში, „ფენტანილი“ არ იცნობა არც ფერზე, არც სუნზე და როგორც დანარჩენი ნარკოტიკი, ისე მიიღება. მიახლოებით მაინც ხომ ხვდებით, რა ძიერ ტკივილგამაყუჩებელთან გვაქვს საქმე, როცა ტკივილს ვერ აჩერებენ მორფის ინექციით, „ფენტანილის“ პლასტირიც კი შველის, არათუ ინექცია.

დასასრულ, ისიც გავიხსენოთ, რომ როცა პარლამენტმა მარიხუანას მოხმარებას მწვანე შუქი აუნთო, ისიც ითქვა, რომ მძღოლებს გააკონტროლებდნენ და სპეციალურ ალკოტესტს შეიძენდნენ, რომელსაც რეაგირება კონკრეტულად მარიხუანას მოხმარებაზე ექნებოდა. სამწუხაროდ, არავის არაფერი შეუძენია (ამის შესახებ საუბარიც აღარ არის) და თუ კანონმდებლები, პერიოდულად, იმ სტატისტიკასაც გადახედავენ, სადაც ჩამოწერილია ალკოჰოლური თრობისა თუ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ეგებ, რაღაცებს სხვა თვალით შეხედონ და კანონის სერიოზულად გამკაცრებაზე იფიქრონ.