ჩიფსები „სმარტფონის გემოთი“

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

Google-მა კარტოფილის ჩიფსების ლიმიტირებული სერია წარადგინა, რომელსაც Pixel 7 და Pixel 7 Pro-ს „სმარტფონების გამო“ აქვს. სულ 2 ათასი ასეთი შეფუთვა გამოუშვეს. ჩიფსების შეძენა შეუძლებელია, რადგან მხოლოდ ლატარიაში თამაშდება. ეს ღონისძიება Gოოგლე-ის ახალი სმარტფონების პრეზენტაციას ეძღვნება, რომელიც მომავალი თვის დასაწყისში შედგება. ლატარიაში ჩიფსების ოთხი „გემო“ გათამაშდება, რომელთა სახელებიც მომავალი სმარტფონების ფერებზე მიანიშნებს - „ობსიდიანის წიწაკა“, „თოვლიანი ყველი“, „თხილიანი ხახვი“ და „დამარილებული ლიმონი“. ჩიფსების უჩვეულო „გემოების“ გარდა, მომხმარებელი მის უნიკალურ შეფუთვასაც მიიღებს. ისინი პაკეტების ნაცვლად, ყუთებში იქნება ჩაყრილი და თან სმარტფონების დიზაინის მსგავსად გაფორმდება.