კოსმოსში ქორწილებსაც გამართავენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონურმა ფირმამ - First Advantage, ახალი წამოწყების შესახებ განაცხადა და კოსმოსში საქორწინო ცერემონიის ჩატარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. ქორწილის ჩატარებას ვარაუდობენ მცირე ზომის საფრენ აპარატზე, რომელიც დედამიწიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდება. მთელი ფრენის პერიოდი ერთ საათს გაგრძელდება, უწონობის მდგომარეობას კი ქორწილის მონაწილეები ანუ მგზავრები, რამდენიმე წუთის განმავლობაში გამოსცდიან. კოსმოსურ სივრცეში ერთგულების ფიცის დადების შესაძლებლობაში, მეწარმეები 240 მილიონ იენს (2.3 მილიონი დოლარი) ითხოვენ. კლიენტები კი ამ „კოსმოსურ ქორწილში“ მხოლოდ სამ სტუმარს წაიყვანენ. იაპონური ფირმა ამერიკელ ბიზნესმენებთან ერთად მუშაობს, რომლებიც ქორწილის „გაშვებას“ ოკლაჰომას აეროპორტიდან უზრუნველყოფენ. ამომავალი მზის ქვეყნის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მათი კლიენტების უმრავლესობა ჩინელები ან არაბები იქნებიან.