ცხვრებს სასტუმრო გაუხსნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამომავალი მზის ქვეყანაში, კანავაგას პრეფექტურაში, უჩვეულო სასტუმრო მოქმედებს, რომლის ნომრებიც მხოლოდ ცხვრებისთვისაა განკუთვნილი. ოტელი, რომელსაც Sheep Guest House ჰქვია, მსოფლიოში ამ სახის ერთადერთი დაწესებულებაა - ის ექსკლუზიურად, სწორედ ამ ოთხფეხებისთვის ააშენეს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში სხვა არც ერთი ცხოველი არ დაიშვება.

ამ უჩვეულო ოტელში საკმაოდ მდიდრული ნომრებია, ის თანამედროვე ინვენტარითააგაწყობილი- საწოლებით, ტელევიზორებითა და ნომრისთვის საჭირო სხვა ავეჯითაც. სხვათა შორის, იაპონიაში -  ტრადიციების ქვეყანაში, ცხვრები დიდ პატივში არიან. ზოგიერთ ოჯახში, ისინი შინაური ცხოველების რანგში ჰყავთ. როდესაც იაპონელები ქალაქიდან სადმე დასასვენებლად მიემგზავრებიან, საყვარელ ცხვრებს გულდამშვიდებით, სწორედ ამ სასტუმროში ტოვებენ.