Victoria’s Secret „ანგელოზებზე“ უარს ამბობს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საცვლების პოპულარულმა ბრენდმა Victoria’s Secret-მა უარი თქვა კომპანიის სავიზიტო ბარათად ქცეულ  ანგელოზებზე. „ფრთებიანი გოგონების“ ნაცვლად, ახლა ბრენდს რეკლამას გაუწევენ „წარჩინებული“ ქალები - არა მხოლოდ მოდელები, არამედ, სპორტსმენები, აქტივისტები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. კომპანიის ახალ სახეებს შორის არიან: 29 წლის „პლუს საიზის“ მოდელი პალომა ელზესერი, 17 წლის ჩემპიონი ფრისტაილში ეილინ გუ, ასევე, გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი აქტივისტი, 35 წლის მეგან რაპინო და ბრაზილიელი ტრანსმოდელი ვალენტინა სამპაიო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დირექტორთა საბჭოში ყველა ადგილი, გარდა ერთისა, ქალებმა დაიკავეს და ბრენდის განვითარებაზე ახლა ეს ახალი გუნდი იზრუნებს.