„2021 წელს ჩვენ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მივაღწიეთ“ - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 2021 წელს, სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ მთავრობას საშუალება მისცა, მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები.

„სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები, კერძოდ: მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის ვალი დაგეგმილი 60,1%-ის ნაცვლად 50%-მდე შემცირდა; ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილი 7,6%-ის ნაცვლად, შემცირდა მშპ-ს 6.1%-მდე; ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შეჯამებისთვის, რომ 2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.