მოციგურავეებმა სეზონი მედლებით გახსნეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მოციგურავეების ტურნირებიც იწყება. პირველ ტურნირს ფინეთის ქალაქმა ესპოომ უმასპინძლა და საქართველოს ღირსებას გოგონებში ანასტასია გუბანოვა იცავდა, ვაჟებში - მორის ყვითელაშვილი.

მათდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძიერი კონკურენციის მიუხედავად, ახალი პროგრამით წარმდგარმა ქართელმა სპორტსმენებმა ჟიურის მოწონება დაიმსახურეს. ყვითელაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, გუბანოვა კი მხოლოდ სამხრეთ კორეელებს ჩამორჩა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.