ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განრიგი ცნობილია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქის მოლოდინშია. კენჭისყრა მალე გაიმართება და აჭარული კლუბიც შეეცდება გულშემატკივარი გაახაროს. ხუმრობა ხომ არ არის, „დინამო“ ერთ-ერთი ევროთასის ჯგუფურ ეტაპს უმიძნებს და თუ ეს ჩემპიონთა ლიგა იქნება, გვერწმუნეთ, მთელი საქართველო ფეხბურთით იცხოვრებს. ბათუმელები პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 5/6 ივლიის ჩაატარებენ, საპასუხო მატჩი 12/13 ივლისს გაიმართება. უდიდესი ალბათობით, გია გეგუჩაძის გუნდი პირველ ეტაპს დასძლევს და მეორე ეტაპზზე მატჩები 19.20 და 26/27 ივლისს გაიმართება, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი 2/3 და 9/10 აგვისტოს შედგება, ჯგუფში გამსვლელი პლეი-ოფები კი 16/17 და 23/24 აგვისტოს.

 

ახლა მთავარი ის არის, მოახერხებს თუ არა პირველ ორ ეტაპზე მაინც გუნდის დახმარებას ხვიჩა კვარაცხელია. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და „დინამოს“ მთავარი ვარსკვლავი უკვე „ნაპოლის“ ფეხბურთელია და იტალიურ კლუბს სრული უფლება აქვს, 1 ივლიის კვარა ოფიციალურად წაიყვანოს. კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და თემა სწორედ ეს გახლავთ - ხვიჩა „დინამოს“ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმაროს.

ისე, იტალიელი გულშემატკივარი კვარაცხელიას სანაკრებო თამაშებს გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა და მისი ასპარეზობით აღფრთოვანებულიც დარჩა. იტალიურმა მედიამ კი ჩვენებურს უკვე მეტსახელიც შეურჩია და „კვარადონა“ შეარქვა. მოგეხსენებათ, „ნაპოლი“ ის კლუბია, სადაც კარიერის საუკეთესო წლები დიეგო მარადონამ გაატარა და არგენტინელ ლეგენდასთან დატოლება უბრალო ამბავი არ გახლავთ.