რა ღირს კატის ფიზიკური შეურაცხყოფა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არცთუ დიდი ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად ძაღლს ქართველი მოზარდები და ფეხის დარტყმის შემდეგ, როგორ ჩააგდეს წყალში. ისინი არავის დაუსჯია და ქართული სოც-ქსელი მხოლოდ კრიტიკა-გინებით შემოიფარგლა.

ასევე, არცთუ დიდი ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელი, კურტ ზუმა კატას ფეხს ურტყამს, ამ ყველაფერს კი მისი ძმა იღებს. ჰოდა, ორივეს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და გამორიცხული არ არის, ორივე ციხეში ჩასვან - ერთი, როგორც მოძალადე, ხოლო მეორე, როგორც ძალადობის ხელის შემწყობი. ზუმას აგრესიის გამო წუხილი გამთქვა „ვესტ ჰემის“ ხელმძღვანელობამ და ფეხბურთელი 250 ათასი ფუნტით დააჯარიმა .ეს თანხა სრულად გადაირიცხა კატების დაცვის ფონდში. ამას გარდა, ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი გაწყვიტა „ადიდასმა“, ხოლო საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა ნაკრებში ზუმას გამოძახებაზე უარი განაცხადა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე