კვარაცხელიას გოლი და საგოლე პასი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში, ხვიჩა კვარაცხელია მეტოქესთან პირისპირ გავიდა და იმის მიუხედავად, რომ გატანა შეეძლო, უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს უპასა, ანუ ასპროცენტიან გოლზე გააკეთა აქცენტი. ნამატჩევს, „ნაპოლის“ თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ ეს კვარას გოლი იყო და რომ ქართველს სიკეთე აუცილებლად დაუბრუნდებოდა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, ნეაპოლელებმა „აიაქსს“ უმასპინძლეს და 4:2 დაამარცხეს. კვარაცხელიამ 77-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. რაც შეეხება გოლს. მეტიქოს კარში პენალტი დაინიშნა და ყველას ეგონა, რომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ახლაგდამოჯანმრთელებული და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოედანს დაბრუნებული ვიქტორ ოსიმენი მივიდოდა. ოსიმენმა ბურთი მართლაც აიღო, კვარაცხელიას გაუწოდა და უთხრა, პენალტი შენ უნდა შეასრულოო. საბედნიეროდ, კვარაცხელიამ ზუსტად დაარტყა და ანგარიში 3:1 გახადა. ანუ, მისი გუნდი მინიმალური სხვაობით იყო წინ და პენალტის შესრულება დიდ პასუხისმგებლობასთან გახლდათ დაკავშირებული, რასაც ხვიჩა კარგად გაუმკლავდა.
ამ გამარჯვებით, „ნაპოლიმ“ ოთხ ტურში ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 1/8-ფინალის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.

მსოფლიო ჩემპიონატი 4 მედლით დავასრულეთ
ტაშკენტში, ძიუდოისტთა შორის მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 4 მედლის მოპოვება შეძლო. ჩემპიონი -81კგ-ში ტატო გრიგალაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა ბექაურმა, ლუკა მაისურაძემ (ორივე -90კგ.) და გურამ თუშიშვილმა (+100კგ.) მოიპოვეს.
ერთი შეხედვით, მსოფლიოს ჩემპიონატის რანგის გათვალისწინებით, ეს ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ რამდენიმე წონაში აშკარა ჩავარდნა გვქონდა და სავარაუდოდ, უზბეკეთიდან დაბრუნებული ნაკრების მწვრთნელები ამ თემაზე კომენტარს გააკეთებენ.