60 ახალი სტატია

ფულადი ჯილდო ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილებზე გასულებმაც მიიღეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსნები 500 ათას ლარს მიიღებენ, ხოლო ბრინჯაოს მედალი 250 ათას ლარად დაფასდა. არადა, ოლიმპიადამდე ცნობილი იყო, რომ ოქროში მთავრობა მილიონ ლარს იხდიდა, ვერცხლი 102 ათას ლარად ფასობდა, ბრინჯაოს მედალი კი 68 ათას ლარად. აღნიშნულმა ინფორმაციამ ყველა სააგენტო თუ სოციალური ქსელი მოიარა, მაგრამ არსად დაწერილა, რომ თანხის გარეშე არც მეხუთე ადგილზე გასული სპორტსმენები დარჩნენ. ვის რა თანხა ერგო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, თავად ნახეთ:

I ადგილი

ლაშა ტალახაძე – 1 000 000 ლარი (დამატებით 500 000 ლარი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდებისათვის);

ლაშა ბექაური – 1 000 000 ლარი.

II ადგილი

ვაჟა მარგველაშვილი – 500 000 ლარი;

ლაშა შავდათუაშვილი – 500 000 ლარი;

გურამ თუშიშვილი – 500 000 ლარი;

იაკობ ქაჯაია – 500 000 ლარი;

გენო პეტრიაშვილი – 500 000 ლარი.

III ადგილი

ანტონ პლესნოი – 250 000 ლარი.

IV ადგილი

სანდრო ბაზაძე – 20 400 ლარი.

V ადგილი

რამაზ ზოიძე – 13 600 ლარი;

გოგიტა არქანია – 13 600 ლარი;

ესკერხან მადიევი – 13 600 ლარი;

ეთერ ლიპარტელიანი – 13 600 ლარი;

ტატო გრიგალაშვილი – 13 600 ლარი;

ვარლამ ლიპარტელიანი – 13 600 ლარი.