როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

19 მაისს ქუთაისში +20 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმშიც, სადაც დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომშიც, სადაც დღისით +20, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში ნალექიანი ამინდია, სადაც +23 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი. აქაც იწვიმებს.

გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +14 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი ამინდი იქნება. დღისით +13, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს. დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

რუსთავში წვიმიანი და ქარიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +26 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია ქარი.