როგორ მოწამლა საყვარელმა მაღალჩინოსნის ცოლი - საბედისწერო ბოტოქსი და ჩაფარცხული კრიმინალური შემთხვევა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

ბათო ჯაფარიძე

ბოტოქსი, სილიკონი, ფილერი - ეს ნივთიერებებითანამედროვე ქალბატონებისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი. პრინციპში, რატო, მხოლოდ ქალბატონებისთვის, მამაკაცების არცთუ მცირე ნაწილი აკითხავს სილამაზის სალონებს ამ მოახურებისთვი და, მათ შორის, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ჭარბობენ. ბევრისთვის ეს ძვირადღირებული ფუფუნებაა, ბევრისთვის - ხელმისაწვდომი, მაგრამ არასასურველი, რადგან ჰგონია, რომ აღნიშნული ნივთიერება ჯანმრელობისთვის მაინცდამაინც კარგი არ არის და ხელს სიმსივნის და სხვა დაავადებების განვითარებას უწყობს. ასეა თუ ისე, ტუჩებ და მკერდდაბერილი ქალების რიცხვი აშკარად არ იკლებს და ეს სწორედ ბოტოქსისა და სილიკონის დამსახურებაა. ისიც ვთქვათ, როაღნიშულ ჩარევებს, მართლაც, არაერთი ლამაზი ქალის სახე დაუმახიებია - წარუმატებელი ოპერაციები ისე დასრულებულა, რომ ლამაზ ფორმებს ვინ ჩივის, ტუჩსა თუ მკერდს ფორმა საერთოდ დაუკარგავს.

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, არცთუ დიდი ხნის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცოლს გადახდა და საზოგადოების ყურამდე მხოლოდ იმიტომ არ მივიდა, რომ იმ მაღალნოსანმა საქმის მისაჩუმათებლად ყველაფერი გააკეთა. არადა, რეალურად, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი კრიმინალი გახლდათ, თუმცა ასეთი რამეები (საქმის ჩაფარცხვას ვგულისხმობთ) საქართველოში ადრეც ხდებოდა და მომავალშიც მოხდება.

 

ერთ-ერთ პრესტიჟული სილამაზის სალონიდან სასწრაფოში ზარი შევიდა. პერსონალი დახმარებას ითხოვდა, კლიენტი ცუდად გახდა, კვდებაო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც შემთხვევის ადგილზე სწრაფად გავიდა. ადგილზე მისულმა ბირგადამ, როგორც კი დაინახა, ვისთან ჰქონდათ საქმე, მაშინვე პოლიციაში დარეკ და მალე იქაურობა სამართალდამცავებით გაივსო. ერთ-ერთი უწყების ლამის პირველი პირის ცოლს ქაფი გადმოსდიოდა, რაც მოწამვლის ნიშანი იყო და ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ როგორმე საავადმყოფომდე ცოცხალი მიეყვანათ. წაიყვანეს კიდეც, შესაბამისი პროცედურებიც ჩაუტარეს, მაგრამ პაციენტი მაინც კომაში ჩავარდა და დაიწყო რამდენიმედღიანი ბრძოლა მის გადასარჩენად.

სილამაზის სალონის მთელი პერსონალი და დანარჩენი კლიენტები კი განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

„ბოტოქსის გასაკეთებლად იყო მოსული. ეს არც პირველი შემთხვევა გახლდათ და არც უკანასკნელი იქნებოდა, რადგან კიდევ სურდა ბოტოქსის რამდენიმე ადგილზე შეყვანა. მას ყველაზე ძვირადღირებული და ხარისხიანი პრეპარატით ვემსახურებოდით. პროცედურის დაწყებამდე,გაზიანი წყალი მოსვა და როგორც კი ნემსი გავუკეთე, თავი ცუდად იგრძნო, მერე პირიდან ქაფი წამოუვიდა და გრძნობა დაკარგა“, - თქვა სილამაზის სალონის თანამშრომელმა და არც ტყუოდა - სალონში ვიდეოთვალ , რომელიც მეორე ოთახში იშიფრებოდა და კოსმეტოლოგის მონაყოლი ასახულ კადრს, ერთი ერთში ემთხვეოდა.

ამოიღეს ის შპრიციც, რომლითაც ბოტოქსი შეიყვანეს და ლაბორატორიაში გადააგზავნეს. პასუხი იქიდანაც მარტივი იყო - უმაღლესი ხარისხის ნივთიერება, რომელსაც დაზარალებულისთვის ზიანი არ უნდა მიეყენებინა, თუმცა იმავე ლაბორატორიაში, სისხლის ხანგრძლივი და დეტალური ანალიზის შედეგად, საინტერესო დასკვნა დაიდო - ქალმა, პროცედურის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, მიიღო წამალი, რომელიც ბოტოქსთან რეაქციაში შედის და მისი მიღების შემთხვევაში, არ შეიძლებოდა პროცედურის დაწყება. კოსმეტოლოგმა თავი გაიგიჟა, გაფრთხილებული მყავდა და ზუსტად ვიცოდი, რომ რეაქციაში შემსვლელ პრეპარატებს არ იღებდა, არც ქ დაულევია რამეო. კადრშიც ჩანდა, რომ ქალი წამალს ნამდვილად არ სვამდა, მაგრამ ფაქტია, ექსპერტიზა ამტკიცებდა, პროცედურის დაწყებამდე,წამალი ორგანიზმში ათი წუთით ადრე გაიხსნაო. არადა, ათი კი არა, თხუთმეწუთიანი უწყვეტი კადრი მეტყველებდა, რომ დაზარალებული წამალს არ იღებდა და ერთადერთი, რაც მიიღო, სწორედ,გაზიანი წყალი გახლდათ.

წყლის ბოთლიც შეამოწმეს, მაგრამ საეჭვო იქაც ვერაფერი აღმოაჩინეს. ერთი შეხედვით, ყველაფერი სასწაულს ჰგავდა, ვიდეოთვალის კადრები გავლენიანმა ქმარმაც ნახა და ისიც დარწმუნდა, რომმეუღლე წამალს არ იღებდა, პროცედურის დაწყებამდე ჟურნალს ათვალიერებდა, შემდეგ კი, გაზიანი წყლით ჭიქა გაავსო, ბოლომდე დაცალა და სავარძელზე დაწვა, რათა პროცედურა დაეწყოთ.კაცმა ისიც თქვა, ჩემი ცოლი რაღაც კაფსულებს იღებს, სახლშიც და მანქანაშიც აქვს მუდმივად, დალევა ავიწყდება და მერე მანქანაში სვამსო. გაჩხრიკეს მანქანა, ნახეს კაფსულა, თუმცა ეს წამალი უვნებელი იყო და მისი მიღების შემდეგ, რეაქცია არ უნდა დაწყებულიყო. ერთადერთი იმედი ის იყო, რომ ქალი კომიდან გამოვიდოდა და მიახლოებით მაინციტყოდა, როგორ მოხვდა ორგანიზმში პრეპარატი, რომელიც ზუსტად იცოდა, რომ რეაქციაში შევიდოდა და შესაძლებელი იყო, ფატალური შედეგი დამდგარიყო.

სიკვდილთან ბრძლა ოთხი დღე გაგრძელდა და მეხუთე დღეს ქალმა თვალი გაახილა. ეს, პირველ რიგში, სასიხარულო გამომძიებლებისთვის იყო, თუმცა სანამ მასთან დაკითხვაზე ძალოვნები შევიდოდნენ, ქმარმა მოინახულა, იქიდან კი თავის ქნევით გამოვიდა, მანაც არ იცის, წამალიორგანიზმში როგორ მოხვდაო. ახალი ვერც გამომძიებლებმა გაიგეს - დაზარალებულმა და სიკვდილს საოცრად გადარჩენილმა ქალმა თქვა, სახლში წამლის მიღება დამავიწყდა, მანქანაში დავლიე, ცოტა წყალი მქონდა, ის დავაყოლე, შემდეგ ცენტრში რომ მივედი, გაზიანი წყალი ჰქონდათ და ისიც დავლიე, მერე პროცედურაზე დავწექი და აღარაფერი მახსოვსო. სამართალდამცავებმა ერთმანეთს გაოცებულებმა შეხედეს, რადგან წარმოუდგენელი იყო, პრეპარატი ორგანიზმში თავისით მოხვედრილიყო და არც ეს ქალი ჩანდა იმის ჩიტი, თავი ასეთი სიკვდილისთვის რომ გაეწირა.უფრო დეტალური დაკითხვა მეორე დღისთვის გადაწყდა.

მეორე დღეს, პალატაში მისულმა გამომძებლებმა ქალს სთხოვეს, დეტალებში აღედგინა ყველაფერი, რაც სახლიდან სილამაზის სალონამდე მოხდა. ნებისმიერი, უმნიშვნელო დეტალიც კი გაეხსენებინა და მანაც დაიწყო:

სახლიდან რომ გამოვედი, მანქანასთან ჩემი მეზობელი გოგო მელოდებოდა, მკითხა, საით მიიხარო და რომ ვუთხარი, ეგებ, მეც გამიყოლოო.რა თქმა უნდა, ჩავსვი და როგორც კი მანქანა დავძარი, წამალი გამახსენდა, რადგან კოლოფს სწორედ ის გოგო ათამაშებდა ხელში. ერთი კაფსულა მომეცი-მეთქი, ამოიღო, მომცა, წყალიც მომაწოდა, მაგრამ ხომ გითხარით, ცოტა იყო და სალონში ამიტომ დავაყოლე. ის გოგო სალონამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოვიდა, მე სალონში მივედი, დანარჩენი იცით...

გამომძიებლებმა გოგონას შესწავლა დაიწყეს და აღმოაჩნეს, რომ მას დაზარალებულის ქმართან ანუმაღალჩინოსანთან საკმაოდ ხშირი მიმოწერა და სატელეფონო საუბარი ჰქონდა. რამდენიმე სმს-ის გაშიფვრის შემდეგ, დაადგინეს, რომ ის კაცის საყვარელი იყო. ამიტომ, მაღალჩინოსანს რბილად ჰკითხეს, თქვენი საყვარელი ცოლს მოსაკლავად ხომ არ გაიმეტებდაო, რაზეც ის ძალიან გაბრაზდა, ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარევას, გირჩევნიათ,დამნაშავეები ეძებოთო, თუმცა...

რამდენიმე დღის შემდეგ, ძალოვნებს ბრძანება მიუვიდათ, რომ საქმე დაეხურათ, რადგან არც მომჩვანი არსებობდა და ის მოწამვლაც შემთხვევითობისთვის უნდა მიეწერათ. მიხვდნენ, რომ საქმის გახსნა და ხმაური სწორედ კაცს არ აწყობდა, ამიტომ, სანამ საქმეს დახურავდნენ, გოგონა დაკითხეს, მას კი პირველივე დაყვირებაზე წამოსცდა, იმას ხომ ყველაფერი მოვუყევი, თქვენ რაღა გინდათო. გამომძიებლებმა პირობა მისცეს,ყველაფერი ეს ფორმალობაა, გაგიშვებთ, ოღნდ სიმართლე ჩვენც გვითხარიო. ჰოდა...

სადღაც წავიკითხე, რომელი პრეპარატი იყო მომაკვდინებელი ბოტოქსთან ერთად. ეს კაცი სულ მეუბნებოდა, ცოლი რომ არ მყავდეს, შენ მოგიყვანდიო და კონკურენტის მოწამვლა გადავწყვიტე. მოკვლა რ მინდოდა, შეშნება მინდოდა... ვიცოდი, რომ კაფსულებს სვამდა და მუდმივად ავიწყდებოდა, ამიტომ, ორი ცალი მოვპარე, ფხვნილი გადმოვყარე და სხვა პრეპარატით შევავსე. ორი კაფსულა იმიტომ, რომ მეშინოდა, მაშინვე არ გახსნილიყო, მინდოდა, ნელ-ნელა გახსნილიყო, რათა გადარჩენის შანსი ჰქონოდა. მერე მუქარის წერილებით ვაპირებდი დაშანტაჟებას,ქმარზე უარი რომ ეთქვა. მანქანითაც სპეციალურად გავყევი, ვიცოდი, წამალი დავიწყბული ექნებოდა და ჩემი კაფსულა შევაჩეჩე...

როგორც შემდეგ გაირკვა, ორ კაფსულაში მოთავსებული პრეპარატი მართლა გვიან უნდა დალილიყო და ასეთი მძიმე შედეგი არ უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ გაზიანმა წყალმა, კაფსულის გარეკანის დაშლა დააჩქარა და მოხდა ის, რაც მოხდა. ამ საქმის გამო, არავინ დაუჭერიათ, არც მაღალჩინოსანი გაყრია ცოლს და ყველაფერი ზუსტად ისე დასრულდა, როგორც ინდურ ფილმებში - ცეკვით და სიმღერით... ალბათ, ცოტა ჩხუბითაც... ბოლივუდის სტილში.