პელეს მავზოლეუმი გაიხსნა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრაზილიის ქალაქ სანტოსში პელეს მავზოლეუმი გაიხსნა. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და მსოფლიოს ერთადერთი სამგზის ჩემპიონი დაკრძალულია მოოქროვილ კუბოში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ნეკროპოლის „ეკუმენიკას“ ტერიტორიაზე მდებარეობს. შენობაში დგას პელეს ნატურალური სიმაღლის ქანდაკება, იატაკი კი დაფარულია ხელოვნური ბალახით, რომელიც ფეხბურთის მოედნის იმიტაციაა. მავზოლეუმში შესვლა და პელესთვის პატივის მიგება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია. აღსანიშნავია, რომ დაკრძალვის ადგილი თავად ფეხბურთელმა, ჯერ კიდევ 19 წლის წინ აირჩია. გატანილი გოლების მიხედვით მსოფლიოს რეკორდსმენი პელე, გასულ წელს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ, ლეგენდარული ბრაზილიელის სახელი - პელე პორტუგალიურ ენაში შეიტანეს, როგორც სიტყვა „განუმეორებლის“ აღმნიშვნელი.