დეპმა რეკორდული კონტრაქტი გააფორმა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

59 წლის პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა, ჯონი დეპმა ახალი კონტრაქტი გააფორმა ცნობილ ფრანგულ კოსმეტიკურ ბრენდთან - Dior. როგორც Variety-ი წერს, ამ გარიგების ფინანსური ნაწილი ყველაზე ძვირადღირებულია მამაკაცის პარფიუმის რეკლამირების ისტორიაში. ცნობილი გახდა, რომ ახალი კონტრაქტი ჰოლივუდის ვარსკვლავს 20 მილიონ დოლარს მოუტანს, ხელშეკრულება კი სამწლიანია. მედიის ცნობით, ყველაზე ძვირადღირებული, 12-მილიონდოლარიანი კონტრაქტი ადრე ბრენდმა „ბინდის“ ვარსკვლავთან, მსახიობ რობერტ პატინსონთან გააფორმა.

ზოგადად, ფირმები წელიწადში 2-4-მილიონიან ხელშეკრულებებს აფორმებენ. აღსანიშნავია, რომ Dior-მა ჯონი დეპთან თანამშრომლობა 2015 წლიდან დაიწყო, თუმცა მსახიობის ყოფილი ცოლის, ემბერ ჰერდის ბრალდებების შემდეგ, მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.