შვედეთის მთავრობამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვედეთის მთავრობამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანებაზეგანაცხადის შეტანის შესახებ. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენაანდერსონმა განაცხადა.

ჩვენ ვტოვებთ ერთ ეპოქას და გადავდივართ სხვა ეპოქაში. ჩვენ შევატყობინებთ ნატოს, რომალიანსის წევრობა გვსურს. შვედეთს საუკეთესოდ ნატო დაიცავს“, - აღნიშნაპრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპა, შვედეთი და შვედი ხალხი ახლა ახალ დასაშიშ რეალობაში ცხოვრობენ.

თუმცა, მან აღნიშნა, რომ შვედეთს არ სურს ნატოს მუდმივი სამხედრო ბაზები ან ბირთვულიიარაღი მის ტერიტორიაზე, თუ მისი წევრობა დამტკიცდება.