“ნატოს გაფართოება ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე რუსეთისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს პასუხს”-პუტინი

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება ფინეთისა დაშვედეთის ხარჯზე რუსეთისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მოსკოვს ამქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს, თუმცა ფინეთსა და შვედეთში ახალი სამხედროინფრასტრუქტურა რუსეთისგან რეაგირებას მოითხოვს.

რაც შეეხება [ნატოს] გაფართოებას, მათ შორის ალიანსის ახალი წევრების - ფინეთისა დაშვედეთის ხარჯზე, რუსეთს ამ ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ამიტომ, ამთვალსაზრისით, გაფართოების უშუალო საფრთხე არ არსებობს“, - აღნიშნა რუსეთისპრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთსა და შვედეთში ნატოს სამხედროინფრასტრუქტურის გაფართოებას მოსკოვის მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

ამ ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება აუცილებლად გამოიწვევს ჩვენსპასუხს“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.