ყველაზე ლამაზი მამაკაცი დაასახელეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლონდონის პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, ჯულიან დე სილვამ მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცად, 34 წლის ბრიტანელი მსახიობი, რეგე ჟან-პეიჯი დაასახელა. აღმოჩნდა, რომ მისი პროპორციები 93.65%-ით ახლოსაა სრულყოფილებასთან. რეგემ, მისი კლასიკურად ლამაზი სახისა და მშვენიერი, ყავისფერი თვალების წყალობით გაიმარჯვა. მან უმაღლესი ქულები მიიღო თვალებს შორის მანძილისა და იდეალური ფორმის ტუჩების გამო. ერთადერთი, რის გამოც ცოტა დაბალი ქულა მიიღო, ეს მისი ცხვირის სიგანე და სიგრძეა. სახელგანთქმული დოქტორის სიაში ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცებად დასახელდნენ მსახიობები - ავსტრალიელი კრის ჰემსვორტი და ამერიკელი მაიკლ ბი ჯორდანი.